x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
"თქვენი ყველა ნაბიჯი ანულირებულია!"- ვის მიმართავს ლელა კაკულია

image


ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ლელა კაკულია: თქვენი ყველა ნაბიჯი ანულირებულია!


???? ნახეთ, ვის აფრთხილებს ქართველი წინასწარმეტყველი?

➡️➡️➡️➡️➡️➡️➡️➡️➡️➡️➡️➡️➡️➡️➡️➡️➡️➡️➡️➡️➡️➡️➡️➡️

მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც პოლიტოლოგი, არცერთ პარტიას არ ვეკუთვნი — არც პოზიციას და არც ოპოზიციას.

ვწინასწარმეტყველებ ხალხისთვის, ქვეყნებისთვის და ვიცი, რომ ეს კარგად უწყიან ადამიანებმა.

ხოლო შავ ძალებს, რომელნიც ცდილობენ ჩაახშონ და დაამარცხონ წინასწარმეტყველება — ქართველი ხალხის იმედი და ასპროცენტიანი რეალობა, მინდა ვუთხრა:

‼️შადიმანებო, დედამიწაზე არ არსებობს კოსმიური ენერგიების შემჩერებელი ძალა. თქვენ ვერ შეაჩერებთ ნამდვილ წინასწარმეტყველებებს!

თქვენი უარყოფითი ქმედებები უაზრობაა და ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ.

თქვენ ცდილობთ, წაართვათ ხალხს იმედი და რეალობა, დათესოთ შიში და პანიკა, მაგრამ არ გამოგივათ!

წინასწარმეტყველებები სრულდება და თქვენი ყველა ნაბიჯი ანულირებულია უფლისგან!

ნუ გავიწყდებათ, რომ წუთისოფელში ცხოვრობთ, დიახ, წუთი-სოფელში. გირჩევთ, რომ დაფიქრდეთ!

***

ყველაზე დიდი მტერი, როგორც ყოველთვის, ციხის შიგნითაა. შადიმანები საკუთარი კარიერისა და ფულის გულისთვის ღალატობენ ხალხსა და ქვეყანას. ისინი ფიქრობენ, რომ სწორი პოლიტიკური ნაბიჯები გადადგეს. სიტყვას „პოლიტიკა“ ბევრია ამოფარებული, მაგრამ ვხედავ, ამ თამაშებს, ამ დიდ სიბოროტეს, კოსმოსი მალე მოუღებს ბოლოს.

დღეს უჭირს საქართველოს, ამიტომაც არ დაინდობს მოღალატეებს უფალი. შადიმანები ქრებიან საქართველოდან, თუკი სადმე არიან.

????????????????????????საქართველო იბრძვის; იბრძვის ქართველი ერი, რათა გადარჩეს; ვიბრძვით, რათა ქართული მიწები არ დავუთმოთ ურჯულოებს. და ვხედავ, საქართველო იმარჯვებს!"- ვკითხულობთ ლელა კაკულიას ფეისბუქგვერდზე.










0
3554
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
3554