საზოგადოება „გააუქმეთ პრეზიდენტის ინსტიტუტი და ეგ ფული ბავშვთა ონკოლოგიაში ჩადეთ“ - ნინო ნადირაძე-კუზანოვა 28 ოქტომბერი, 9:54 . კლინიკა ვივამედის გენერალური დირექტორი, ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე-კუზანოვა სოციალურ ქსელში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ 2030 წლამდე არაფერი შეიცვლება. ის ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციითაც უკმაყოფილოა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ამის შემდეგ ნინო ნადირაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ უმჯობესია საქართველოში საერთოდ გაუქმდეს პრეზიდენტის თანამდებობა და ეს დიდი დაფინანსება მთლიანად ბავშვთა ონკოლოგიას მოხმარდეს . “ყველაზე უფრო ისინი მახალისებენ, ზუსტად რომ ვიცი, ოპოზიციას რომ მისცეს ხმა, საბიუჯეტო სტრუქტურებში რომ მუშაობენ და კომენტარებში მიგდებს მათ მილოცვებს ოცნების ლიდერებთან ვინმე გაძალებთ? , არა ჩემო კარგო, პოლიტიკური ნიშნით არავინ აგდებს დღეს ვინმეს სამსახურიდან, უბრალოდ ეს უთავმოყვარეო მილოცვები რაში ჭირდებათ? აი მაგ ღრუსების ძახილმა წაგაგებინათ, შეურაცხყოფაზე აგებული ბოლშევიკური კამპანია რომ აწარმოეთ - წერს ნინო ნადირაძე-კუზანოვა. . პრეზიდენტის განცხადებას კი ცალკე სტატუსი მიუძღვნა, სადაც წერს: . საერთოდ გასაუქმებელია პრეზიდენტის ინსტიტუტი და ეგ ფული ბავშვთა ონკოლოგიაში ჩადეთ! . 208 1-ს მოსწონს
|