ბანკები თურქმა დამლაგებელმა უცნობი პირებისგან ჩარიცხული მილიონობით დოლარი უკან დააბრუნა 2024, 28 ოქტომბერი, 9:49 ![]() ![]() დასავლეთ თურქეთში ქალაქ იზმირის მცხოვრებმა ბანკს უცნობი პირებისგან მის ანგარიშზე ჩარიცხული დაახლოებით შვიდი მილიონი დოლარი დაუბრუნა. ამის შესახებ გაზეთი Yeni Şafak იუწყება. ქალაქ იზმირის მენდერესის რაიონში მცხოვრები დასუფთავების თანამშრომელი ოზქან აიდიკი გაკვირვებული დარჩა, როცა თავის ანგარიშზე 23 მილიონ ლირაზე მეტი აღმოაჩინა(დაახლოებით (6, 7 მილიონი აშშ დოლარი), როდესაც ის შევიდა მობილური ბანკის აპლიკაციაში კომუნალური გადასახადების გადასახდელად. როგორც პატიოსან მოქალაქეს შეეფერება ის ბანკში მივიდა და მთელი ფული დააბრუნა და თქვა, რომ ეს იყო არამი ფული (ისლამური რელიგიის მიხედვით უღირსი, უპატიოსნო გზით მოპოვებული). ![]() 492 3-ს მოსწონს
|