ქალი და მამაკაცი მამაკაცმა უცნობი ქალი გაიტაცა და აიძულა ეკლესიაში ჯვარი დაიწერა მასზე 25 ოქტომბერი, 15:42 შეერთებულ შტატებში კაცმა გაიტაცა უცნობი ქალი და აიძულა ეკლესიაში საქორწინო აღთქმა დაედო. შეერთებულ შტატებში თავდამსხმელმა უცნობი ქალი გაიტაცა და აიძულა მისთვის საქორწინო აღთქმა მიეცა. ამის შესახებ FOX News წერს. ოქტომბრის დასაწყისში, ქალი, რომელსაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, შტატ ალაბამას გზატკეცილზე მოძრაობდა, როდესაც შენიშნა 37 წლის როი ლი კლაუდერი, რომელიც შუა გზაზე იდგა. ის გაჩერდა, იმის შიშით, რომ კაცს დაჯახებოდა. კლაუდერმა კი საპასუხოდ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და ქალი აიძულა მგზავრის სავარძელში გადამჯდარიყო. ამის შემდეგ მან ქალი ახლომდებარე ეკლესიაში წაიყვანა, სადაც რაღაც იმპროვიზებული ქორწილის მსგავსი გამართა. „ერთ მომენტში ისინი ეკლესიასთან გაჩერდნენ და მან აიძულა ქალი საქორწინო აღთქმა დაედო, თითქოს ისინი დაქორწინდნენ“, - განაცხადა ოლქის შერიფმა პოლ ბირჩმა. მსხვერპლი იძულებული გახდა მისთვის საქორწინო აღთქმა მიეცა. ამის შემდეგ კლაუდერმა გააუპატიურა იგი, შემდეგ კი „ცოლთან“ ერთად მანქანით დაიწყო მოძრაობა. კლაუდერის მსხვერპლმა მოახერხა სიმშვიდის შენარჩუნება, გატაცებისა და ფიქტიური ქორწილის განმავლობაში მან მთელი მარშრუტი დაიმახსოვრა და ის მომენტიც კი გადაიღო, როდესაც კლაუდერმა აიძულა დაქორწინება. ქალი გადარჩა ოჯახის წყალობით, რომლებიც მიხვდნენ, რომ ქალი დაიკარგა და პოლიციას შეატყობინეს. დამნაშავემ ტყვე მაშინ გაათავისუფლა, როცა მანქანა პოლიციამ გააჩერა. ადგილობრივი საოლქო ციხის მონაცემებით, 37 წლის როი ლი კლაუდერს ბრალი წაუყენეს პირველი ხარისხის სექსუალურ ძალადობაში, პირველი ხარისხის გატაცებაში და პირველი ხარისხის ძარცვაში. 162 3-ს მოსწონს
|