x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ არ გამოდიოდა შავი ფერის "ჟიგული"?
image

მოდით დავბრუნდეთ, უკან საბჭოთა კავშირში და გავარკვიოთ რატომ არ მზადდებოდა შავი ფერის ჟიგული?(მოსკვიჩი, ზაპოროჟეზი)


დღევანდელისგან განსახვავებით საბჭოთა პერიოდში საკუთარი მანქანის შეძენა არც ისე ადვილი იყო. მოქალაქეები წლების განმავლობაში ელოდნენ თავის რიგს მანქანის შესაძენად და ხშირად ფერიც კი ასარჩევი არ იყო, რაც შეხვდებოდათ, იმაზეც ყაბულს იყვნენ.


მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი წარმოებაში მანქანების ფერთა პალიტრა მრავალფეროვანი იყო, ვთქვათ ავიღოთ " ჟიგული": თეთრი, კრემისფერი, შინდისფერი, მწვანე, ნაცრისფერი, წითელი, ლურჯი და სხვა, თუმცა მათ შორის არასდროს ყოფილა შავი და ამის სავარაუდო ვერსიები არსებობს.


image

პირველი ვერსიით შავი ჟიგულები არაპრაქტიკულობის გამო არ იწარმოებოდა. შავი ფერი უფრო სწრაფად იკიდებს ჭუჭყს და უფრო ხშირ რეცხვას მოითხოვს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა ინფრასტრუქტურის პირობებში, სადაც გზები ხშირად ცუდი ხარსხის იყო და გარეგნობაზე ზრუნვა შეიძლება უფრო რთული ყოფილიყო მასობრივი წარმოების მანქანების მფლობელებისთვის.


მეორე ვერსიით, რაც ჭეშმარიტებასთან ახლოა, სსრკ-ში მანქანების შავი ფერი ასოცირდებოდა პარტიული მაღალჩინოსნების, სამთავრობო უწყებებისა და სპეცსამსახურების მანქანებთან. მანქანებს გაზ-13 "ჩაიკა" ან ზის-110 -ს ჰქონდათ განსაკუთრებული სტატუსი, ხოლო შავი ფერი აღიქმებოდა როგორც "პრესტიჟი" და ძალაუფლების სიმბოლო. „ჟიგული“ მასობრივი მოხმარების მანქანებად ითვლებოდა და მათ შავ ფერში გამოშვებას შეიძლება დაერღვია პრესტიჟული მანქანებისა და მათი მფლობელების სიმბოლური სტატუსი.image

გარდა ამისა, საღებავის რამდენიმე ფენა იყო საჭირო მაღალი ხარისხის შავი ფერის მისაღებად. ეს მნიშვნელოვნად გაზრდიდა მანქანის ღირებულება, რაც შესაბამისად, მასობრივი სეგმენტის ჯიბეზე აისახებოდა.



თუმცა სსრკ-ს არსებობის მიწურულს, შავი "ლადები"მაინც გადმოვიდა კონვეირიდან.

image

0
733
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
733
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0