ისტორია რატომ არ გამოდიოდა შავი ფერის "ჟიგული"? 2024, 25 ოქტომბერი, 14:21 ![]() მოდით დავბრუნდეთ, უკან საბჭოთა კავშირში და გავარკვიოთ რატომ არ მზადდებოდა შავი ფერის ჟიგული?(მოსკვიჩი, ზაპოროჟეზი) დღევანდელისგან განსახვავებით საბჭოთა პერიოდში საკუთარი მანქანის შეძენა არც ისე ადვილი იყო. მოქალაქეები წლების განმავლობაში ელოდნენ თავის რიგს მანქანის შესაძენად და ხშირად ფერიც კი ასარჩევი არ იყო, რაც შეხვდებოდათ, იმაზეც ყაბულს იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი წარმოებაში მანქანების ფერთა პალიტრა მრავალფეროვანი იყო, ვთქვათ ავიღოთ " ჟიგული": თეთრი, კრემისფერი, შინდისფერი, მწვანე, ნაცრისფერი, წითელი, ლურჯი და სხვა, თუმცა მათ შორის არასდროს ყოფილა შავი და ამის სავარაუდო ვერსიები არსებობს. ![]() მეორე ვერსიით, რაც ჭეშმარიტებასთან ახლოა, სსრკ-ში მანქანების შავი ფერი ასოცირდებოდა პარტიული მაღალჩინოსნების, სამთავრობო უწყებებისა და სპეცსამსახურების მანქანებთან. მანქანებს გაზ-13 "ჩაიკა" ან ზის-110 -ს ჰქონდათ განსაკუთრებული სტატუსი, ხოლო შავი ფერი აღიქმებოდა როგორც "პრესტიჟი" და ძალაუფლების სიმბოლო. „ჟიგული“ მასობრივი მოხმარების მანქანებად ითვლებოდა და მათ შავ ფერში გამოშვებას შეიძლება დაერღვია პრესტიჟული მანქანებისა და მათი მფლობელების სიმბოლური სტატუსი. ![]() თუმცა სსრკ-ს არსებობის მიწურულს, შავი "ლადები"მაინც გადმოვიდა კონვეირიდან. ![]() 751 2-ს მოსწონს
|