შოუბიზნესი მელანია ტრამპის 17 საუკეთესო ლუქი გუშინ, 11:24 დღეს მელანია ტრამპი ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ქალია მსოფლიოში, მაგრამ ოდესღაც ისიც იყო უცნობი ახალგაზრდა სლავური წარმოშობით, რომელიც წავიდა მსოფლიო მოდის დედაქალაქში - მილანის დასაპყრობად.
ყველამ ვიცით, რომ მელანია ტრამპი, ამერიკის პირველი ლედი იყო. ის აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეუღლეა. დონალდ ტრამპმა და მელანია კნაუსმა 2005 წელს ოფიციალურად იქორწინეს. წარმოშობით სლოვენიელი მელანია კნაუსი იუგოსლავიაში დაიბადა და 16 წლიდან აქტიურად ჩაერთო სამოდელო საქმიანობაში. ის არაერთხელ გამოჩნდა ისეთი ჟურნალების გარეკანზე, როგორებიცაა Vogue, Harper’s Bazaar და Vanity Fair, ყველაზე დიდი პოპულარობა კი ბრიტანულმა ჟურნალმა GQ -მ მოუტანა, რომელისთვისაც მელანიამ შიშველ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ალბათ გახსოვთ ის სკანდალური ფოტოები, რომლებიც ერთ-ერთმა პრესტიჟულმა ჟურნალმა «New York Post» - მა გაასაჯაროვა, რომლებზეც მელანია შიშველი იყო და სწრაფი ტირაჟით მოედო მსოფლიოს. ის და სხვა მსგავსი ფოტოები, 1995 წელს ფრანგული გამომცემლობა «Max»-თვის იქნა გადაღებული. ყველაზე პროვოკაციული ფოტოსესია მელანიამ ბრიტანული ჟურნალისთვის GQ მოაწყო. ამ ფოტოსესიების პერიოდში, მელანია დონალდ ტრამპს საერთოდ არ იცნობდა, მათი გაცნობა მხოლოდ 1999 წელს შედგა. მელანიაც და მისი ბევრი ფოტო საზოგადოებისთვის მანამ არ იყო ცნობილი, სანამ ისინი ჟურნალმა «New York Post»-მა სპეციალური სათაურით არ გაასაჯაროვა: "ასეთი პოტენციალის პირველი ლედი, აქამდე არ გინახავთ". მაშინ, როდესაც ტრამპმა მელანიას თამამი ფოტოების შესახებ შეიტყო, ამერიკის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი იყო, თუმცა მიაჩნდა, რომ ფოტოებში სამარცხვინო არაფერია, რადგან მელანიას სრული უფლება ჰქონდა, თავისი ლამაზი სხეულის დემონსტრირება მოეხდინა. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მელანია დიდების მწვერვალზე მათ გაცნობამდე იდგა. ბუნებრივია, სლოვენიის გარეუბანიდან უბრალო გოგონას დიდებისა და წარმატების გზა ეკლიანი იყო. რთულ პერიოდებში მას უწევდა რთული არჩევანის გაკეთება და ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვა. მელანია ჩაირიცხა ლუბლიანას უნივერსიტეტში, მაგრამ პირველი კურსის შემდეგ მიატოვა სასწავლებელი და სამოდელო კარიერა აირჩია. მალე 16 წლის გოგონა მთელი მონდომებით პოზირებდა მილანისა და პარიზის პოდიუმებზე. დღეს არა მის პროვოკაციულ კრებულზე, არამედ სტატია გვექნება მელანიას საუკეთესო ლუქებზე. მელანია ტრამპის 17 საუკეთესო ლუქი188 3-ს მოსწონს
|