x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
„ცოცხლად წვავდნენ პოლიციელებს, ეს შეიძლებოდა? თუ შტურმი და შეტევაა, შეიძლება გაზიც, წყალიც და სხვა საშუალებებიც“ - ვახტანგ გომელაური
image

.

თუ ხდება შტურმი და შეტევა, შეგიძლია გამოიყენო ერთდროულად გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც. 2021 წელს ეს ცვლილება მე შევიტანე პირადად - სპეცრაზმს არ შეუძლია გამოიყენოს თუ არიან პატარა ბავშვები, არასრულწლოვანები, ფეხმძიმე ქალები და ა.შ. - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წყლის ჭავლთან გაზის შერევის დასაშვებობასთან დაკავშირებით განაცხადა. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოსაკვლევი და გამოსაძიებელია, რამდენად ავთენტურია ჩანაწერი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით მედიის მიერ გავრცელდა.

.


„ავთენტური იყო თუ არა ეს ჩანაწერი, საკითხავია და ალბათ, გამოსაძიებელია და სანახავია, ნამდვილი იყო თუ არა, აწყობილი იყო თუ არა. მივხედავთ მაგასაც. ეს ბრძანება გამოცემული იყო 2015 წელს, რომელიც შეიცვალა 2021 - გამოვიყენეთ პრაქტიკა ევროპული ქვეყნების, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ქვეყნების, სადაც ჩვეულებრივად შეგიძლია გამოიყენო. სპეცრაზმს არ შეუძლია გამოიყენოს თუ არიან პატარა ბავშვები, არასრულწლოვანები, ფეხმძიმე ქალები და ა.შ. თუ ხდება შტურმი და შეტევა, შეგიძლია გამოიყენო ერთდროულად გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც. 2021 წელს ეს ცვლილება მე შევიტანე პირადად. ახალ ბრძანებაში წერია, რომ გაუქმებულია წინა 2015 წლის ბრძანება და შეიძლება გამოიყენო ერთდროულად წყალი და გაზი და არა მარტო ეს - ევროპაში იყენებენ საპოლიციო ძაღლებსაც აქციის დასაშლელად. ბოდიში ახლა და ცოცხლად წვავდნენ, პოლიციელებს თავები დაუტეხეს და ეგ შეიძლებოდა?!“.- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

.

მინდა შსს-ის ყველა თანამშრომელს მადლობა ვუთხრა. დღეს ვართ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანიშნულების ბაზაზე და მინდა მათ ვუთხრა მადლობა, ზუსტად ბატონ ზვიადს (ხარებას) თავის ქვეყნისთვის, რაც გაუკეთებია და ამ ადამიანებს. ეს ადამიანები ყოველთვის თავის სამშობლოს იცავენ. ომი იყო, ომშიც მონაწილეობდნენ, ყველაფერს თავისი ქვეყნისთვის აკეთებენ. მართლა გმირები არიან ბატონი ზვიადიც და ბატონი ლაგაზაურიც“, - განაცხადა გომელაურმა.

.

მინდა მადლობა გადავუხადო დეპარტამენტს გაწეული სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე, განსაკუთრებით მადლობა ეკუთვნის ხელმძღვანელობას, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, სხვა ხელმძღვანელი თანამდებობის პირებს, მადლობას ვუხდი ამ დეპარტამენტის, ამ სამსახურის თითოეული წარმომადგენელს, რა თქმა უნდა მათზე არის მნიშვნელოვნად დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დაცვა და მინდა ყველა მივულოცო ამ ახალი ბაზის გახსნა“, - განაცხადა კობახიძემ.

3
67
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
67
  
25 ოქტომბერი, 9:10
ეგენი პოლიციელები კი არა ძაღლები იყვნენ, ნუ აურევთ ერთმანეთში
25 ოქტომბერი, 8:02
ახლობელი მყავს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში,აქციების დროს მიღებული დაზიანებები მანახა და ეს არის დანაშაული. ფეხები ქონდა დალურჯებული ქვების სროლით და ეს ნორმალურია? სულ რო მართალი მოთხოვნა ქონდეთ,პოლიციელზე და ჯარისკაცზე თავდასხმას გამართლება არ აქვს. და რა დააშავეს ამ ხალხმა? ადამიანს რო ადამიანივით ექცევიან,ეს არის მათი ბრალი? რასაც ქართულ პოლიციას უკეთებენ,სხვაგან გახევდნენ მაგის გამო ცემაში. საფრანგეთში რას უშვებოდნენ მომიტინგეებს იგივე პერიოდში,როცა პალესტინის თემაზე იყო აქციები,ვინმეს ინდობდნენ? აქ ადამიანივით გექცევიან და შეირგეთ,ამ ხალხს შეურაწყოფას ნუ აყენებთ,რადგან ეგ ქვეყნისთვის შეურაწყოფის მიყენებაა. დღეს პოლიცია მართლა არის სამაგალითო და პატივს საცემი,დააფასეთ ეს ხალხი და ნუ ეცდებით მათ შეურაწყოფას. ჯარზე საერთოდ არაფერს ვსაუბრობ,ამ ხალხის იმედზე ვართ და უნდა გავუფრთხილდეთ.
25 ოქტომბერი, 7:55
ადამიანების ვერ იაზრებენ ამ ხალხის მნიშვნელობას,სანამ დრო არ დადგება.მერე გვიანი არის ხოლმე და ბევრი რამე ინგრევა ამ დაუნახაობით. ამ ხალხმა ყველაზე კარგად იცის მშვიდობის ფასი,რადგან იციან რა არის ომი. ადამიანები საუბრობენ ომზე ან სამოქალაქო ომზე,რაც უკვე დანაშაულია და ამ ხალხს გავუყენებდი გზას ხონისკენ. თან ვინ საუბრობს ომზე,ხალხი ვინც 90იანების კონფლიქტის შესახებ არაფერი იცოდნენ ან იცოდნენ და ეკიდათ,ხალხი ვინც 2008 წელს წითელ ხიდზე ერთმანეთს ასწრებდნენ და ხალხი,ვინც გირჩის საბუთებს იღებდნენ იმისთვის რო ჯარიდან თავი დაეღწიათ. ეს ხალხი საუბრობენ ომზე და საინტერესოა,ვის ხარჯზე აპირებენ ომს? თავდაცის და შინაგანი ძალების ხარჯზე,რომელთაც პატივს არ სცემენ. ისტორია მეორდება,გაშმაგებული და გაგიჟებული ხალხი ცდილობს ქვეყანა გადაიყვანოს უწესრიგო მდგომარეობაში და იმასაც არ უფიქრდებიან რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამას. სიბნელე,სიდუხჭირე და დაკარგული ბავშვობა,ეს არის ის რაც ჩემმა თაობამ გამოიარა. რანაირად შეიძლება გინდოდეს ამის დაშვება ფიქრის დონეზეც კი,როგორც უნდა გინდოდეს ბავშვებს ბავშვობა მოპარო. ყველაფერი კარგად არ არის,თუმცა ომი ყველაფერს დაანგრევს და აუცილებლად გამწარდებიან ოჯახები. ჩემი გადასახედიდან,არც ომია პრობლემა და არც ჩაბნელებული ქვეყანა,რა უნდა იყოს ისეთი რაც გამოვლილი არ მაქვს,მაგრამ ახალ თაობას რას ერჩიან? ყველას ვეტყვი რო 30 წლის წინ წინანდელივით არ იქნება,მაშინ ხახვივით შერჩათ ზოგიერთებს. ტყვია ნუ გავარდება,თორე მნიშვნელი არ აქვს,ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თბილისის გასასვლელ/შემოსასვლელი გაივსება ამ მოღალატეების თავებით. ჯერ ისედაც ბევრი თავი არის მონიშნული 30 წლის წინანდელი ამბებიდან,სახელმწიფომ ვერ შეძლო ამის მოგვარება და დამნაშავეების დასჯა. როცა უკანონო ქმედბები შევა ძალაში,რაღა გააჩერებს ჩემნაირად გაბრაზებული ადამიანებს? ვერც ვერაფერი და ეს პატარა რიცხვი არ არის ადამიანებსის. კიდევ ვიმეორებ,ომი არავის უნდა,არც ადამიანების კვლა,თუმცა სხვა გზა თუ არ დარჩა,რას ვიზავთ. პოლიცია და ჯარი ჩვენს მხარეს დადგება,ეგ უეჭველია,რადგან იქ მყოფ ხალხს და მე ერთი მტერი გვყავს,მათაც ისევე მოპარეს ბავშვობა,როგორც მე.
0 1 3