შოუბიზნესი ცნობილების ფოტოები საინტერესო ისტორიებით 7 ნოემბერი, 11:22 შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან. ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. ზოგჯერ ძნელია აირჩიო სწორი მიმართულება და გაარკვიო ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ზოგჯერ სამართალი ყველას და ყველაფერს აყენებს თავის ადგილას, თუმცა ჩვენს დროში ძნელია იპოვო სამართალი და სამართლიანი. შესაძლოა პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უმჯობესია ცუდ მოვლენებს უმზირო შორიდან და თავს თავად არ დაგვატყდეს, რადგან შორიდან უკეთ ჩანს ვინ არის ხაფანგში, ვინ სჩადის ფასდაუდებელ სიკეთეს და ინიციატივას იჩენს დატოვოს წვლილი ისტორიაში, რომელიც თაობებს გადაეცემა. ცნობილების ფოტოები საინტერესო ისტორიებით1. კლაუდია შიფერი ჰელმუტ ნიუტონი. 1994 წელი. 2. ვლადიმირ ნაბოკოვი. პეტერბურგი, რუსეთი, 1907 წელი. 3. "Pulp Fiction" გადასაღებ მოედანზე, აშშ, 1994 წ. 4. ბრიუსი და ბრენდონ ლი. 1966 წელი. 5. სოფი ლორენი კოცნის თავის უმცროს დას ანა მარია ვილიანი სციკოლონეს. 1955 წელი. 6. სოფი ლორენი. ვენეცია, 1955 წელი. 7. მაო ძედუნის ბოლო ფოტო პაკისტანის პრემიერ-მინისტრ ბჰუტოსთან ჟონგნანჰაის რეზიდენციაში, 1976 წლის 27 მაისი. 8. შავგვრემანი მერილინ მონრო. 9. რობინ უილიამსი. 1990 წელი. 10. The Rolling Stones. 1971 წელი. 11. ტვიგი და ქეით მოსი. ლონდონი, 1999 წელი. 12. ჯაკლინ სმიტი, ქეით ჯექსონი და ფარა ფოსეტი - ნამდვილი "ჩარლის ანგელოზები", 1976 წელი. 13. ამერიკელი კინორეჟისორი ვუდი ალენი კომედიური ჟანრის ფილმის "სიყვარული და სიკვდილი" გადასაღებ მოედანზე. 14. ვინ დიზელი. 1980 წელი. 15. არნოლდ შვარცენეგერი დუბლიორთან ერთად ფილმის "კომანდოსი" გადაღებისას. 1985 წელი. 16. ბილი და ჰილარი კლინტონები. 17. ჯულია რობერტსი. მალიბუ, 1990 წელი. 18. ჰოსნი მუბარაქი, სადამ ჰუსეინი და იასერ არაფატი - ბაღდადში შეხვედრის დროს, 1988 წ. 19. პაპი იოანე XXIII აკურთხებს თავის Mercedes-Benz 300. 1960 წელი. 60 3-ს მოსწონს
|