საზოგადოება პოლიციელი 11 წლის განმავლობაში სხვის შვილად ასაღებს თავს, რათა მშობელი დედა არ დაამწუხროს 2024, 23 ოქტომბერი, 14:28 ![]() როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და რატომ? 2003 წელს წყვილმა ჩრდილოეთ ჩინეთის პროვინცია შანქსიშიდან დაკარგა შვილი გაზის გაჟონვის შედეგად. შემთხვევის დროს არა მხოლოდ ვაჟი გარდაიცვალა, არამედ მძიმედ დაშავდა ოჯახის დედა, ლიან ციაოინგი - ის სამუდამოდ პარალიზებული დარჩა, მძიმე კოგნიტიური დარღვევით (ტვინი დაუზიანდა). მაგრამ მაინც ახსოვდა შვილი და საშინლად წუხდა. შემდეგ კი ქმარმა სიამ ცოლს მოატყუა, რომ მისი ვაჟი ცოცხალია და კარგად არის, ის უბრალოდ სამუშაოდ წავიდა შორეულ ქალაქში. მას შემდეგ, რაც ტრავმის შემდეგ ქალი გახდა ძალიან მიმნდობი, მან დაიჯერა ეს სიცრუე. შემდეგ რაღაც მომენტში, სიამ ერთ-ერთ სატელევიზო გადაცემაში ნახვა პოლიციის ოფიცერი შანხაიდან ციანგ ცინვეი და შენიშნა მისი გასაოცარი მსგავსება მათ გარდაცვლილ შვილთან. ის 2013 წლის ბოლოს რეალითი შოუს საშუალებით დაუკავშირდა ციანგს, იმ იმედით, რომ დაეხმარეობდა. ![]() ![]() უკვე 11 წელია, ის რეგულარულად ურეკავს თავის „მშობლებს“ ვიდეოს საშუალებით და ათას რამეზე "გულახდილად"ესაუბრება. 2016 წელს ციანგმა "მშობლები" შანხაიში ექსკურსიაზე წაიყვანა, ხოლო 2018 წლის დასაწყისში კი მან შვებულება აიღო შანქსიში გასამგზავრებლად, რათა მათთან ერთად აღენიშნათ მთვარის ახალი წელი. ![]() შეიძლება წარმოიდგინოთ, როგორი მადლიერია ქალის ქმარი ამ პოლიციელის მიმართ. ![]() ”როგორც პოლიციელი, მეც იგივე ზრუნვას და თანაგრძნობას გამოვხატავ ჩემი თემის მოხუცების მიმართ, ” - დასძინა მან. 171 2-ს მოსწონს
|