x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139057
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
როგორ გავიქროთ სწრაფად და ეფექტურად, თვალის ქვეშ არსებული შავი ჩანთები
თვალებს ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანის მიერ გათენებული ღამის, მიღებული ალკოჰოლისა თუ ზოგადად მისი ცხოვრების სტილის შესახებ. იმისათვის, რომ ეს პერსონალური ინფორმაცია სხვებისთვის თვალსაჩინო არ იყოს და თვალების ქვეშ არსებულმა შავმა ჩანთებმა არ გგვცეს, გირჩევთ გამოიყენოთ ეფექტური შრატი წრეებისა და შეშუპების საწინააღმდეგოდ ყოველ დილით.




image



ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ ძვირადღირებული სააფთიაქო კოსმეტიკაც კი ყოველთვის ვერ უმკლავდება ამ ვითომ პატარა, მაგრამ შემაშფოთებელ პრობლემას. თუმცა, მაშინაც კი, როცა გგონია, რომ ყველა გზა მოსინჯე და საშველი არ არსებობს, არსებობს მარტივი გზა, რომელიც წარმოუდგენელ შედეგს იძლევა. მაგ: სახლში მომზადებული ყავის შრატი, რომელი სასწაულებრივ შედეგს იძლევა. არავითარი ჯადოქრობა, უბრალოდ კოფეინი აჩქარებს ლიმფის გადინებას, რითაც აქრობს შეშუპებას და კანს სძენს ნათელ ფერს. ხოლო კომპოზიციაში შემავალი ზეთები ზრუნავენ თვალების ირგვლივ დელიკატურ ზონაზე და არბილებენ ნაოჭებს.



image




ამისათვის კი დაგჭირდებათ: ნახევარი ჭიქა დაფქული ყავა, ნუშისა და ავოკადოს ზეთი, ბინტი ან მარლის ნაჭერი მასის გადასაწურად, პატარა ბოთლი საწვეთურით (პიპეტი).




ნაბიჯი 1. ნახევარი ჭიქა დაფქული ყავა მოათავსეთ მინის ქილაში, დაასხით ნუშის ზეთი იმ რაოდენობით, რომ ყავა დაიფაროს და დადგით 4-5 დღით ბნელ ადგილას.



ნაბიჯი 2. 4-5 დღის შემდეგ ყავა კარგად გაჯერდება ზეთის ესენციით. აიღეთ პატარა ჭურჭელი, დააფარეთ მარლა და ეს ნაზავი გადაწურეთ, რათა იქ არსებულმა ყავის ნაწილაკებმა მოხმარების დროს თვალის გარშემო არსებული ნაზი კანი არ დაკაწროს.



ნაბიჯი 3. ამ ყველაფრის შემდეგ კი მიღებულ შრატს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ავოკადოს ზეთი და დიდხანს და კარგად ანჯღრიეთ, რომ მასა ერთმანეთს სრულყოფილად შეერიოს. (თუ ყავის 3-4 მთლიან მარცვალსაც ჩააგდებთ, კოფეინი აქტიურად განაგრძობს მასში გამოყოფას)




image



შრატი შეგიძლიათ ყოველ დილით მაკიაჟის წასმამდე 20 წუთით ადრე გამოიყენოთ. შედეგი ერთ კვირაში გაგაოგნებთ.




0
68
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0