სხვა ია მთელი ზამთარი იყვავილებს - გჭირდებათ 2 იაფფასიანი საშუალება 2024, 22 ოქტომბერი, 19:46 ია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოთახის ყვავილია. მისი ყვავილობა საოცრად ლამაზია და რამდენიმე თვე შეიძლება გაგრძელდეს, თუ მასზე სწორად იზრუნებთ. ზოგჯერ გამოცდილი მეყვავილეც აწყდება ამ პრობლემას: იას ბევრი ფოთოლი უჩნდება, მცენარე ჯანსაღად გამოიყურება, მაგრამ არ ყვავილობს. გაგიმხელთ რამდენიმე საიდუმლო იის ასაყვავებლად.
იას თანაბარი, თბილი და ზომიერად ტენიანი კლიმატი სჭირდება. ასეთ პირობებში 10 თვიდან 1 წლამდე შეიძლება იყვავილოს, ანუ თითქმის მუდმივად. რამდენიმე ფაქტორი, რომელზეც უნდა იზრუნოთ ![]() განათება. მცენარეს დღეში 12 საათი მზის სინათლე უნდა ხვდებოდეს. როცა დღე ხანმოკლეა, ქოთანს ფლუორესცენტული განათება სჭირდება. სინათლის დეფიციტისას ფოთლები ფერმკრთალდება და წაგრძელებული ხდება. ტემპერატურა. რეკომენდებულია 20-24 გრადუსი ტემპერატურა. ასეთ პირობებში, დიდი ალბათობით, აყვავილდება. ტენიანობა. ია დიდხანს და ხშირად რომ აყვავდეს, ჰაერის ტენიანობა უნდა გაითვალისწინოთ. 50%-ზე მაღალი უნდა იყოს. მორწყვა. ზომიერად მორწყეთ ყვავილობისთვის. ზედმეტი წყალი არ უნდა დაასხათ, მაგრამ არც უნდა გამოაშრათ. წყალი უნდა იყოს რბილი, სუფთა, ოთახის ტემპერატურაზე გაჩერებული. როგორ ვაიძულოთ იას ყვავილობა? ![]() გამოცდილი მეყვავილეები ამბობენ, რომ ნატურალური კვება ნებისმიერ იას ყვავილობას აიძულებს. ამისთვის გამოიყენეთ შემდეგი ინგრედიენტები: ხის ნაცარი. ეს სასუქი კარგი ფასფორი-კალიუმის სასუქია. მიწის მჟავიანობას ამცირებს და მავნებლებს აფრთხობს. სასუქის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი ნაცარი 1 ლიტრ წყალში გახსენით და 3 საათი გააჩერეთ, კარგად აურიეთ. ხსნარით ია ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ. იოდის ხსნარი ყვავილობას სტიმულირებს. იოდის ხსნარი მზადდება 1 წვეთი იოდის და 3 ლიტრი წყლის ნარევით. სამი ასეთი კვება სეზონზე საკმარისია. ასევე დაგაინტერესებთ: 5 მცენარე, რომელიც გააქრობს სინესტეს სახლში: მოათავსეთ ფანჯრის რაფაზე სახლში ყველა ყვავილი აყვავილდება: საჭიროა მხოლოდ ერთი ტაბლეტი ყვავილიდან კენკრამდე: რა ეტაპებს გადის მცენარეების სასიცოცხლო ციკლი არამიწიერი სილამაზე: 16 უჩვეულო ოთახის მცენარე, რომელთა შესახებ არ იცოდით 20 პატარა ბაღი, რომელიც ხელისგულზე დაეტევა 144 1-ს მოსწონს |