x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139056
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
"სა ჩოურტყა ნახეეეთ?.. იიიშ.. ბიჯოოო, ბიჯოოო"- ვისზე საუბრობს გიორგი ფოფხაძე

image


საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით "ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"მოლდოვას მაგალითი ნათელი დადასტურებაა, რომ სამწუხაროდ, ხალხს არავინ არაფერს ეკითხება – ევროკავშირს და უცხოურ ძალებს, რომელთაც სურთ, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებაში მათი წარმომადგენლები იყვნენ, ხალხის მოსაზრება არ აინტერესებთ!"-გურამ მაჭარაშვილი..



ეჰეე ვერ დააწკვერტენს ხოლმეეე?



სა ჩოურტყა ნახეეეთ?.. იიიშ..


ომის პარტიაი ეგენი და ელჭიპიტე ევროპები კიდო. გააყალბეს მაგნებმა აპა რავა..


ბიჯოოო, ბიჯოოო, ბიჯოოო, ასე ყველა “უწიგნური დიტოია” რავა შეიყარა ერთად ჰაა?"- წერს გიორგი ფოფხაძე.



შგახსენებთ, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური და ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმი გაიმართა. მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ხმების 42% აიღო. მეორე ადგილზე გავიდა პრორუსი პოპულისტი კანდიდატი, ალექსანდრ სტოიანოგლო, რომელსაც მოსახლეობის 26%-მა დაუჭირა მხარი.



არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.



პარალელურად, მოლდოვაში გაიმართა რეფერენდუმიც, რომელშიც მოსახლეობამ უპასუხა კითხვას: "უჭერთ თუ არა მხარს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ მოლდოვას სურს ევროკავშირის წევრობა?" არსებული მონაცემებით, მოსახლეობის 50.46%-მა კითხვას დადებითად უპასუხა, 49.53% კი - უარყოფითად.







0
153
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
153