საზოგადოება
"გამოდი და თქვი თუ არ გამოხვალ და არ იტყვი, მაშინ მტყუნის....."- ვის მიმართავს ნინო ჯანგირაშვილი
2024, 22 ოქტომბერი, 15:31
ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ბიძინა ივანიშვილის "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ირაკლი ღარიბაშვილს საჯაროდ მიმართავს:
"ირაკლი ღარიბაშვილი, გამოდი და თქვი რომელი ქვეყნის ლიდერმა გითხრა ომში უნდა ჩაერთოთო. თუ არ გამოხვალ და არ იტყვი, მაშინ მტყუნის დედაზე დავიგინოთ, სხვა რა გზაა."- ვკითხულობთ ნინო ჯანგირაშვილის პოსტში.
როგორც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ გუშინ, "იმედთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ერთ-ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირმა საქრთველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს 3-4 დღე ბრძოლა და შემდეგ პარტიზანული ბრძოლის ტყეში გაგრძელება შესთავაზა:
"რამდენადაც ეს თქვეს, შეიძლება მე ერთი მონაყოლიც გავიხსენო, ყოფილი პრემიერ მინისტრის -ირაკლი ღარიბაშვილის, როდესაც მასთან ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ასეთი ტიპის საუბარს აწარმოებდა, ირაკლი შეეკითხა – კი მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ რამდენი დღე შეგვიძლია ვიომოთ, რამდენ დღეს გავუძლებთო, 3-4 დღე ალბათო, მერე 3-4 დღის გულისთვის გვღუპავთო?! არა თქვენ 3 მილიონი ხართ და 3-4 დღეში ყველას კი ვერ ამოგხოცავენო, შეგიძლიათ პარტიზანული მოძრაობით ტყეში გახვიდეთ და ჩვენ მოგაწვდით, დაგეხმარებით და იქიდან იომეთო. აი ეს იყო რეალობა."- განაცხადა ივანიშვილმა "იმედის" ეთერში.