საზოგადოება
"დავიკიდებ ფეხებზე რომ მოწმე ვარ და მოვყვები"- ვის მიმართავს ელისო კილაძე
21 ოქტომბერი, 13:23
ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას საჯაროდ მიმართავს და მას არჩევნების ბოლო კვირას დანაპირების ასრულებას ჰპირდება:
"გახარია არ ასვენებს გამჩენი ამ შენს ძლოკვს (ებს)და რასაც დაგპირდი აგისრულებ-არჩევნების ბოლო კვირას მოგიძღვნი !
20 ივნისზე ზღაპრებს რომ ყვები, დავიკიდებ ფეხებზე რომ მოწმე ვარ გულაშვილის საქმეზე, გაუთქმელობის ხელწერილით და მოვყვები, როგორ მიეცი ბრძანება საბანაძეს რომ აპარატურა დაეზიანებიათ და ლიდერებს კომუნიკაციია საშუალება არ ჰქონოდათ ხალხთან!
(გაგრძელება იქნება)"- წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში და ცალკეული პირების მიერ ერთმანეთში მის შესახებ მიმოწერის სქრინებს აზიარებს.