x
image
saba_
"რაც ნაპოლეონმა ხმლით დაიპყრო,მას მე კალმით დავიპყრობ"

image "რაც ნაპოლეონმა ხმლით დაიპყრო, მას მე კალმით დავიპყრობ".ასე წააწერა ონორე დე ბალზაკმა ბონაპარტეს ბიუსტს.
ონორე დე ბალზაკი ფრანგი მწერალი(1799-1850).არისტოკრატიული გვარის მამამისის, ქალაქ ტურის მერის თანაშემწის, "დამსახურებაა"-გლეხის გვარი, ბალსა, დე ბალზაკად გადაიკეთა."ბუნაგიდან გამოვარდნილ ველურად" მონათლეს არისტოკრატმა ქალებმა, რომლებიც ამავდროულად, არც ამ თავბრუდამხვევი ენერგიის მქონე ათლეტი მწერლის სიყვარულზე ამბობდნენ უარს.
image
ბალზაკი თავისი ნაწარმოებებით სუნთქავდა, თვითონვე იჯერებდა იმას რასაც წერდა.ცხოვრების ტალღები ხან სულ მაღლა ალივლივებდა, ხანაცფსკერისკენ მიაქანებდა.ამბობდნენ, როცა ძალაინ მოშივდებოდა, დაფაზე გემრიელ კერძებს ხატავდა და იმით იქცევდა თავსო.
სიცოცხლის ბოლოს, როგორც იქნა, თავი დააღწია მევალეებს.პარიზში იყიდა მშვენიერი სასახლე.აიხდინა ოცნება-იქორწინა თავის ბოლო სიყვარულზე, გრაფის ასულ ჰასნკაზე, რომელიც მთელი 18 წელი უყვარდა.ქორწინებიდან 5 თვის თავზე კი..."ბედნიერი" აღესრულა.ვიქტორ ჰიუგოს თქმით, "ბალზაკმა ერთსა და იმავე დღეს შედგა ფეხისამარესა და უკვდავებაში".

2
34
8-ს მოსწონს
ავტორი:saba_
saba_
34
  
2013, 13 თებერვალი, 20:05
პრინციპში ცოტა მეტიც დაიპყრო
0 1 2