x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ უშვებს ღმერთი ავადმყოფობას და უბედურებას? – პასუხი კითხვაზე (იგავი)

image


ახალგაზრდა მამაკაცი ბრძენთან მივიდა და ჰკითხა:

– რატომ უშვებს ღმერთი ავადმყოფობას და უბედურებას? ნუთუ ამის გარეშე არ შეიძლება?

დაფიქრდა ბრძენი და უპასუხა:

– ამ კითხვაზე გიპასუხებ, თუ პეპლის ჭუპრს იპოვი და მას იქიდან გამოსვლაში დაეხმარები. ხოლო შემდეგ, მის სიცოცხლეს დააკვირდები.

გაუხარდა ახალგაზრდას და ტყისკენ გაიქცა, სადაც ერთ ხეზე პეპლის ჭუპრი დაინახა. სამი დღე აკვირდებოდა ის ჭუპრს და როდესაც მოძრაობა შენიშნა, გადაწყვიტა, პეპელას "დაბადებაში" დახმარებოდა. მან ფრთხილად გაჭრა აბრეშუმის პარკი და ლოდინი დაიწყო. ჯერ მწერის ფეხი გამოჩნდა. შემდეგ, სპირალურად დახვეული ულვაშები და პატარა თავი. შემდეგ სუსტი და პატარა, ნაცრისფერი სხეულიც გამოჩნდა, დანაოჭებული ფრთებით, რომლებიც, უბრალოდ, არ სწორდებოდა... ირგვლივ კი, მსგავსი ჭუპრებიდან, დიდი გაჭირვებით, ახალი პეპლები "გამოიჩეკნენ". გადაღლილები, ძლივს სუნთქავდნენ და კანკალით ფრთებს შლიდნენ. პეპლები თანდათანობით ძალას იკრებდნენ და ცაში ადვილად ფრინდებოდნენ. მხოლოდ ის პეპელა, რომელსაც ახალგაზრდა დაეხმარა, არ დაფრინავდა. მან ვერა და ვერ შეძლო ფრთების გაშლა. მალევე მასთან ფრინველი მიფრინდა, ჩაუნისკარტა უბედურ მწერს და გადაყლაპა.


image


დამწუხრებული ახალგაზრდა ისევ ბრძენთან მივიდა და ყველაფერი უამბო. ხოლო ბრძენმა უთხრა:

– ჭუპრში მყოფი პეპელა – ადამიანის სულია, რომელიც შრომით და გამოცდებით ფრთებს შლის და ფრენას სწავლობს. მისი დახმარების და სირთულეებისგან დაცვის შემთხვევაში კი, ის სუსტი და ცოდვისკენ მიდრეკილი იქნება. პირველივე წინააღმდეგობა, რომელიც ცხოვრების გზაზე შეხვდება, მას დაღუპავს... და მხოლოდ იმ სულებს, რომლებიც არაერთი განსაცდელით არიან გამოწრთობილნი, შეუძლიათ ღმერთთან, ზეციურ სამეფოში აფრენა.

წადი, ახალგაზრდავ და მადლობა უთხარი ღმერთს, ყოველი ცხოვრებისეული გაკვეთილისთვის, რომელიც ფრთებს გაძლევს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რას უპირებდა ჰიტლერი საბჭოთა მოქალაქეებს ომში გამარჯვების შემთხვევაში? – ფიურერის ომის შემდგომი გეგმები

* ყველაზე უცნაური ფაქტები II მსოფლიო ომის ისტორიიდან

* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 24 (25 ფოტო)

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
208
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0