x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
"ძაან მოხვდათ გულზე, უკვე ძალიან, ძალიან ტეხავს"- რას წერს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ჯგუფ "მგზავრების" გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს პირად გვერდზე ეხმაურება და ქართული ოცნების წარმომადგენლებს საჯაროდ მიმართავს:


"მგზავრების“ რუსეთში სიმღერაზე ახლა რომ იხევენ სახეებს ქოცები, კონცერტზე რომ უარი არ ეთქვათ და იმ პარკის გახსნაზე ემღერათ, მერე რა ხდებოდა? კულტურა, ზრდილობა და IQ, ქოცებო. კულტურა, ზრდილობა, IQ.



დაიმშვიდეთ ნერვები.


უბრალოდ, სიმღერაზე უარი ძაან მოხვდათ გულზე, რადგან აღმოჩნდა, რომ ქოცთთვის ცეკვა-თამაში უკვე ძალიან, ძალიან ტეხავს და ჯაჭვური იქნება ეს ამბავი."- ვკითხულობთ ინგა გრიგოლიას პოსტში.


შეგახსნებთ, რომ 20 ოქტომბერს, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე, ზღვისუბნის პარკის გახსნასთან დაკავშირებით "მგზავრებს" უნდა ემღერათ, თუმცა ჯგუფმა აღნიშნულ ღონისძებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 17 ოქტომბერს, საღამოს, ცნობილი გახდა, რომ 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე ზღვისუბნის პარკის გახსნაზე "მგზავრების" კონცერტი აღარ გაიმართებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა, ამასთან ზღვისუბნის პარკში გაუქმებულ კონცერტთან დაკავშირებით ჯგუფმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა:



"მგზავრები ყოველთვის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებაში და მართავდა კონცერტებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც.


რა თქმა უნდა, პარკის გახსნა პარტიული ღონისძიება არ არის, თუმცა გახსნის თარიღი დაემთხვა 20 ოქტომბრის ღონისძიებას, ამიტომ, კონცერტმა პოლიტიკური ელფერი მიიღო.


სამწუხაროა, რომ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი უარი ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე". -ნათქვამია "ჯგუფის" მიერ გავრცელებულ პოსტში.



ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე "მგზავრების" უარს თბილისის მერი, კახა კალაძეც გამოეხმაურა და მათ ოკუპანტ ქვეყანაში გამართული კონცერტები შეახსენა.


"საქართველოს მომავალი, რა თქმა უნდა, არის ევროპა. თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა. შესაბამისად, განცხადებები რომ „საქართველოს გზა ევროპაშია“ არის ფარისევლური.


რაც შეეხება ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რბილად რომ, ვთქვათ ძალიან ცუდი იყო. ჩვენ ამით არაფერი დაგვიშავდება, არც პარკის გახსნაზე მოსულ ადამიანებს. პირველ რიგში, ეს საზიანო მათთვის არის, რადგან ყველა შეურაცხყოფას აყენებს თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე. სადაც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა იყო, ღირსება არ უნდა დაკარგო. ყოველ კვირას რუსეთში რომ დადიხარ და „რუბლებს“ იღებ, რა ევროპაზე და ევროპულ მომავალზე გველაპარაკები? მათ ერთი სიტყვა არ უხსენებიათ ოკუპაციასთან დაკავშირებით. ეს რომ ახსენონ, რუსეთში აღარ შეუშვებენ.


მე არ მახსოვს აქამდე „მგზავრებისთვის“ თბილისის მერიას კონცერტი გაეკეთებინოს. ახლა კი, კონცერტი იყო შეთანხმებული, მაგრამ საზოგადოების ნაწილის მხრიდან ზეწოლის გამო, გააუქმეს. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი და ფაშისტური ქმედებები. ვნახეთ რა განცხადებებს აკეთებდნენ, რა შეურაცხყოფებს აყენებდნენ. გულწრფელად გეუბნებით, შევდივარ „მგზავრების“ მდგომარეობაში. იმ წნეხში, ზეწოლასა და ბულინგში, სადაც ისინი იმყოფებიან, შეიძლება ბევრი
ჩვენი თანამოქალაქეც იყოს."- განაცხადა კალაძემ.












0
126
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
126