x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139025
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512592
ქალს მატარებლის ქვეშ შევარდნა სურდა...თუმცა მის ნაცვლად იპოვა ქმარი
image

ბრიტანელი ქალი დაქორწინდა მემანქანეზე, რომელმაც მისი სიცოცხლე გადაარჩინა



ბრიტანელ ქალს სურდა მატარებლის ქვეშ შევარდნა, მაგრამ მის ნაცვლად იპოვა თავისი ცხოვრების სიყვარული და გათხოვდა კიდეც. ამის შესახებ Daily Mirror-ი წერს.


შარლოტა ლამს ახალგაზრდობიდანვე აწუხებდა დეპრესია, რაც გამოწვეული იყო თინეიჯერობის წლებში არაჯანსაღი ურთიერთობებით. მას ასევე დაუსვეს შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი. 2019 წელს ის მატარებლით მიემგზავრებოდა საავადმყოფოში, სადაც მუშაობდა მედდად. შარლოტა შესაბამის სადგურის ბაქანზე ჩამოვიდა და უეცრად მატარებლის წინ ჩახტომის უეცარი იმპულსური სურვილი გაუჩნდა. იგი შევარდა ლიანდაგზე, მაგრამ ვიღაცამ დროულად ატეხა განგაში და მომავალი მატარებელი მისგან შორიახლოს გაჩერდა.



მოულოდნელად მემანქანე გამოვიდა კაბინიდან, მიუახლოვდა მას და საუბარი გაუბა. ახლა ლამის არ ახსოვს კონკრეტულად რაზე ისაუბრეს. მისი თქმით, ის უბრალოდ რაღაცას უყვებოდა საკუთარ ცხოვრებაზე და კითხვებს უსვამდა. ნახევარი საათის შემდეგ ლამის თავი უკეთ იგრძნო და მატარებლის მემანქანემ ის პოლიციას და ექიმებს ჩააბარა.

image

სუიციდური მიდრეკლებისგან სრულად გამოჯანმრთელების შემდეგ, ქალმა საჭიროდ ჩათვალა მადლობა გადაუხადა უცნობისთვის, რომელმაც სიკვდილისგან იხსნა. სადგურის თანამშრომლებისა და სოციალური ქსელების დახმარებით ლამმა იპოვა მისი გადამრჩენელი – მას დეივი ერქვა. მათ დაიწყეს ურთიერთობა და მალევე შეუყვარდათ ერთმანეთი. დეივი საბოლოოდ გახდა ლემის ქმარი.



ახლა ისინი პირველ შვილს ელოდებიან. ლამის თქმით, ის ჯერ კიდევ განიცდის სირთულეებს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მაგრამ დეივი ეხმარება მას გაუმკლავდეს რთულ პერიოდებს და სიყვარული აძლევს მას ძალას ირწმუნოს მომავალი.

0
92
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0