საქართველო მივმართავ ქართულ ოცნებას! 2012, 22 ოქტომბერი, 16:52 პირადად მე, საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქე, ვავრცელებ მიმართვას ქართული ოცნების წევრების მიმართ. ისინი აპირებენ, რომ იყვნენ სამშობლოსთვის თავდადებულნი როგორც მე ვიცი, ეს კი მოგეხსენებათ უდიდესი ჯილდოა პირადად მათთვის, როგორც ნამდვილი ქართველებისთვის. მოგეხსენებათ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ვიდეომასალა, სადაც ნაციონალური მოძრაობის ხელფასები იყო დასახელებული და ამ მასალასთან დაკავშირებით ყველა აღშფოთებას გამოხატავდა. მე ვეთანხმები მათ და ვაცხადებ, რომ ამხელა ხელფასები არ უნდა ჰქონდეთ პარლამენტში მყოფ ადამიანებს. ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია გავახსენო მეოცნებეებს თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი და განვუცხადო, რომ კარგი იქნება თუ ისინი ისეთ ხელფასს დაინიშნავენ, რომელიც ადეკვატური იქნება მათ მიერ გაწეული შრომისა, დანარჩენ ფულს კი (და ჩემი აზრით საკმაოდ ბევრი დარჩება) სხვა საკითხებს, მაგალითად დევნილების განსახლებას მოახმარებენ. ამით ისინი კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცებენ, რომ საქართველოს ასაღორძინებლად არიან მოსულები და არა, , ძველი ტრადიციების" გასაგრძელებლად. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ეს იდეა დღეს მომივიდა თავში და თუ კარგად გავიაზრებთ, მემგონი ცუდი არ უნდა იყოს, რადგან ლოგიკის სულ მცირედი მარცვალი მაინც მოიპოვება ამ ფრაზებში და ვფიქრობ, რომ მათი ეს ქცევა პირველ რიგში მათთვისვე და რაღათქმაუნდა შემდეგ საქართველოსთვის იქნება უკეთესი. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს მაგრამ ფაქტია, რომ კარგი იდეაა და განხორციელების შემთხვევაში ვიმედოვნებ, რომ არავინ დაზარალდება. 1155 8-ს მოსწონს
|