საზოგადოება
"ეს ხალხი ხომაა თქვენი გაგიჟებული?! ჰოდა, პასუხსაც თქვენ აგებთ” - ვის მიმართავს მერაბ მეტრეველი
18 ოქტომბერი, 11:37
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საკუთარ ფეისბუქმეგობრებს ერთ თავს გადამხდარ ისტორიას უზიარებს:
"შარო საიდან მოდიხარო, ხომ გაგიგიათ, ეს დამემართა დღეს.
რამდენიმე წლის წინ ჩემა ცოლმა ოლოვერს (ჩვენი ძაღლია, ვინც არ იცით) North Face-ს საწვიმარი უყიდა, რომელსაც ზურგზე ამერიკის დროშა ახატია (ადრე ფოტოც დავდე, ამერიკის აგენტია მეთქი).
ჰიდა, დღეს ვასერინებ ამ საწვიმრით და ვიღაც ტიპმა ქუჩაში საქმის გარჩევა დამიწყო, რა არის ამ ლიბერალებს მარტო ამერიკის დროშა რომ გევასებთ, საქართველოს დროშიანი რატომ არ ჩააცვიო. თან ამას მიყვირის ხმამაღლა ქუჩის მეორე მხრიდან, 90-იანების “ჩაცუცქულების” ინტონაციით.
იმან კი მიიღო საკადრისი პასუხი, მაგრამ “ოცნებას” მინდა მივმართო: ხომაა ეს ყველაფერი თქვენი ნაძირლური პროპაგანდის შედეგი?! ეს ხალხი ხომაა თქვენი გაგიჟებული?!
ჰოდა, პასუხსაც თქვენ აგებთ ამ ყველაფერზე."- წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.