x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
აშშ-ში ფრენბურთის ქალთა ხუთმა გუნდმა ბოიკოტი გამოუცხადა ტრანსგენდერ მოთამაშეს
image

ბოლო ასეთი გუნდი, რომელმაც ბოიკოტი გამოაცხადა, იყო ნევადის უნივერსიტეტის ქალთა გუნდი.


ნევადის ფრენბურთის გუნდმა განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას NCAA მატჩში სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ. მიზეზი მარტივია: მოწინააღმდეგე გუნდს ჰყავს თავდამსხმელი, რომელიც ბიოლოგიურად მამაკაცია, იტყობინება Outkick-ი. კიდევ უფრო ადრე, ვაიომინგის, იუტასა და აიდაჰოს სხვა უნივერსიტეტების გუნდებმა უარი თქვეს სან ხოსეს წინააღმდეგ თამაშზე.



მატჩი 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი და ნევადის უნივერსიტეტმა, სადაც სპორტსმენი გოგონები სწავლობენ, სასწრაფოდ განაცხადა, რომ ეს გოგონების პირადი აზრია და არა სასწავლო დაწესებულების. ისინი შეიძლება არ გავიდნენ მოედანზე და ამისთვის მათზე არანაირი სანქცია არ იქნება გამოყენებული, თუმცა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აქვს.


image

იმავდროულად, სან ხოსეს სპორტსმენებმა თავიანთ გუნდში ტრანსგენდერი მოთამაშით მოიგეს წინა ცხრა თამაში. მრავალი თვალსაზრისით, მატჩების ეს შედეგი ასოცირდება ბიოლოგიური მამრის მონაწილეობასთან.


ამ ბიჭის სიმაღლე 185 სმ-ია, თამაშის სტილი აგრესიულია და ბოლო თამაშზე ბლერ ფლემინგმა - (ფოტოებზე)ასე ჰქვია ამ სპორტსმენს - ძირს დააგდო მეტოქე სან დიეგოს უნივერსიტეტიდან, -სახეში ბურთი გაარტყა. თუ გავითვალისწინებთ ბურთის სიჩქარეს, შეგიძლიათ ივარაუდოთ, რამდენად ძლიერი იყო დარტყმა.

image

ამ ინციდენტის შემდეგ ნევადის ფრენბურთელებმა გადაწყვიტეს უარი თქვან მეტოქეებთან თამაშზე, რომელთა გუნდშიც ეს მონსტრი თამაშობს.

image

ერთი შეხედვით ბლერ ფლემინგი ტანწერწეტა ქალს ჰგავს, მაგრამ ფიზიკურად ის უფრო ძლიერია, ვიდრე მშვენიერი სქესის წარმომადგენლები. ქალიშვილებს რომლებსაც ფლემინგის წინააღმდეგ თამაში მოუწიათ, ამბობენ, რომ თამაშის დროს ამდენი ტრავმა აქამდე არასდროს მიუღიათ.


ნევადის უნივერსიტეტის გოგონებმა განაცხადეს, რომ ისინი ითხოვენ მათი უფლებების დაცვას უსაფრთხოებისა და სამართლიანი კონკურენციის პირობებში.

image

მათ ხმას შეუერთდა ფრენბურთელი ბრუკ სლუსერი, რომელიც აღშფოთებულია იმით, რომ ტრანსგენდერი მასთან ერთად ცხოვრობდა ნომერში გასვლითი მატჩების დროს, ისე, რომ არც გაუფრთხილებიათ ამის შესახებ.

0
176
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0