x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ტოპ - 6 მსახიობი ქალი, რომლებიც კადრში ში#ველი გამოჩენას არ ერიდებიან
image


მსახიობის პროფესია მორიდებული ქალბატონებისთვის ნამდვილად არ არის, ვინაიდან ზოგჯერ რეჟისორები მათგან ისეთი სითამამის გამოჩენას ითხოვენ, რასაც ყველა ქალი ნამდვილად არ დათანხმდება. მაგალითად, კამერის წინ გაშიშვლება ან საწოლის სცენებში მონაწილეობა დამეთანხმეთ რომ ყველას არ შეუძლია. დღეს, სწორედ იმ 6 ცნობილი ქალი მსახიობის შესახებ მოგიყვებით, რომელსაც ინტიმურ სცენებში თამაში არანაირ დისკომფორტს არ უქმნის და ერთი წარმატებული კადრის გამო კამერის წინ ყოველგვარი მორიდების გარეშე შიშვლდება.




შარლიზ ტერონი


image


სამხრეთ აფრიკელი წარმოშობის ამერიკელ მსახიობსა და ჰოლივუდის ერთ - ერთ ყველაზე წარმატებულ მსახიობს კარიერის დასაწყისში შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად გაუმართლა, ვინაიდან რეჟისორ ტეილორ ჰეკფორდის ფილმ "ეშმაკის ადვოკატის" კასტინგზე მისულს არა მხოლოდ ქალის მთავარი როლი ერგო, არამედ ისეთ ლეგენდარულ მსხიობებთან ერთად მოუწია თამაში როგორებიც ალ პაჩინო და კიანუ რივზი არიან, თუმცა ოსკაროსანმა მსახიობმა მისტიკურ დრამაში შესანიშნავი ფიზიკური მონაცემების გარდა, თავისი ბრწყინვალე სამსახიობო ნიჭის დემონსტრირებაც მოახდინა, რის შემდეგაც მისი კინოკარიერა საკმაოდ სწრაფად განვითარდა.



კირსტენ დანსტი


image


ჰოლივუდის ვარსკვლავმა კირსტენ დანსტმა პირველი თამამი როლი სოფია კოპოლასგან მიიღო, რეჟისორმა მას თავის კინოდებიუტში "თვითმკვლელ ქალწულებში" გარყვნილი სკოლის მოსწავლის ლუქს ლისბონის როლი მიანდო, რასაც მსახიობმა თავი მშვენივრად გაართვა, 2006 წელს დანსტმა არანაკლებ საინტერესო გარდასახვა მოახერხა ამავე რეჟისორის მიერ გადაღებულ ისტორიულ - ბიოგრაფიულ ფილმში "მარია-ანტუანეტა", სადაც მან საფრანგეთის სკანდალური დედოფლის როლი ბრწყინვალედ განასახიერა, თუმცა შიშველი დანსტის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი მაინც ლარს ფონ ტრიერის 2011 წელს გადაღებულ აპოკალიპტურ დრამას "მელანქოლიას" უკავშირდება, სადაც მისი გმირი - ჯასტინი სრულიად შიშველი ტბის ნაპირზე ნებივრობს. შეგახსენებთ, რომ ფილმში შესრულებული როლისთვის კირსტენ დანსტს საუკეთესო მსახიობი ქალისთვის კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო გადაეცა.




მონიკა ბელუჩი



image


მონიკა ბელუჩის ფენომენი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მამაკაცებს უფრო ხორცსავსე და ფორმებიანი ქალები იზიდავთ, ასე რომ სულაც არ არის საჭირო 45 კილოგრამს იწონიდეთ რომ პლანეტის ერთ – ერთ ყველაზე სასურველ ქალად ჩაგთვალონ. გასაკვირი არ არის თუ რატომ ცდილობენ კინორეჟისორები ასე გულმოდგინედ კადრში ამ მიმზიდველი შავგვრემანი ლამაზმანის ბოლომდე გაშიშვლებას.




ევა გრინი


image


ევას დებიუტი რეჟისორ ბერნარდო ბერტოლუჩის მიერ 2003 წელს გადაღებულ დრამაში "მეოცნებენი" შედგა, სადაც მისი გმირი იზაბელი კადრში უმეტესად სამოსის გარეშე ჩნდება. ამ როლმა შვედური წარმოშობის ფრანგ მსახიობს მსოფლიო პოპულარობისა და აღიარების გარდა, ასევე "ჯეიმს ბონდის" მეგობარ გოგონად გახდომის შესაძლებლობაც მისცა.



დემი მური


image


დემი მურის მსგავსი მასშტაბის სხვა ჰოლივუდის ვარსკვლავი კამერის წინ გაშიშვლებასა და თან პარალელურად სტრიპტიზის ცეკვას რეჟისორს რიდლი სკოტს ნამდვილად არ დასთანხმდებოდა, თუმცა ბრიუს უილისის ყოფილი ცოლი არც ისეთი მორცხვი და მშიშარა აღმოჩნდა. სხვათა შორის, "მოჩვენების" ვარსკვლავი, ჯორდან ო’ნილის როლისთვის ფილმში "ჯარისკაცი ჯეინი" არამარტო გაშიშვლდა, არამედ თავიც მთლიანად გადაიპარსა.




ლინა ჰედი

image


სერსეი ლანისტერი - გარყვნილებისა და უზნეობის სიმბოლო. მსახიობმა ლინა ჰედიმ, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა სწორედ აღნიშნული კინოროლით მოიპოვა, სერიალ "სამეფო კარის თამაშების" ყველა თამამ სცენაში ყოველგვარი მორიდების გარეშე ითამაშა, მაყურებელს კი ყველაზე მეტად სწორედ ის სცენა დაამახსოვრდა, სადაც შიშველ სერსეის ხალხის შეძახილის ფონზე ქალაქის ქუჩებში სიარული უწევდა.









0
434
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
434