x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
“ბოლომდე ვერ ვიჯერებ იმას, რაც ამ ბარათზე წერია” - რას წერს ლევან ლორთქიფანიძე

image


პოლიტოლოგი და "კავკასიური სახლის" წევრი, ლევან ლორთქიფანიძე პროფესორ გია ჭანტურიას კომენტარის ქარდს პირად გვერდზე აზიარებს და წერს:


image



"რამდენიმე დღის წინ კამპანია ამომრჩევლების გვერდზე პროფესორ გია ჭანტურიას კომენტარი გამოქვეყნდა. ბოლომდე ვერ ვიჯერებ იმას, რაც ამ ბარათზე წერია.


წარმოიდგინეთ !!!!!!!!!



საქართველოში დასაქმებულთა ყველაზე მაღალშემოსავლიან ნაწილს, დასაქმებულთა 10%-ს ჯამურად უფრო მეტი ხელფასი აქვს ვიდრე ხელფასის მიმღებთა 80%-ს, ქვედა 80%-ს. მშრომელთა უმდიდრესი 10% ჯამში უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებს ვიდრე მშომელთა 80%.
აქ არ მთავრდება კოშმარი!


საქართველოში დასაქმებულთა უმდიდრესი 1% (ტოპმენეჯერები, მსხვილ კორპორაციათა ხელმძღვანელები და ა.შ.) ჯამურად უფრო მეტ ხელფასს იღებს ვიდრე ხელფასის მიმღებთა ყველაზე დაბალშემოსავლიანი 50%. მაშასადამე, ღარიბ მშომელთა 50%-ზე მეტი ხელფასი აქვს უმდიდრეს დასაქმებულთა 1%-ს.


ამ საშინელი სურათის დახატვისთანავე, პროფესორი ჭანტურია გვაფრთხილებს, რომ სხვა ტიპის შემოსავლების (მოგება, პროცენტი) დათვლის შემთხვევაში უფრო შემზარავ და შემაშფოთებელ შედეგს მივიღებთ… მან მხოლოდ სახელფასო უთანასწორობაზე გაამახვილა ყურადღება.


რამდენიმე ოჯახსა და დანარჩენ საქართველოს შორის, სიმდიდრისა და შემოსავლების განაწილების თვალსაზრისით ნაპრალი კი არა, უფსკრულია წარმოქმნილი! თუ რაიმე ფუნდამენტურად არ შეიცვალა, ქვეყანა შიგნით ჩაინთქმება და საქართველო გაქრება.


გუშინ ივანიშვილმა ზუგდიდში განაცხადა, რომ უნიკალური, განუმეორებელი, იგავმიუწვდომელი სიდიადით აღბეჭდილი პროგრამა აქვს “ქართულ ოცნებას”! რამდენ სიტყვას ამბობს ივანიშვილის პროგრამა უთანასწორობისა და ჩაგვრის უფსკრულზე? რა ეკონომიკური პროგრამა აქვს მას?"- ვკითხულობთ ლევან ლორთქიფანიძის პოსტში.









0
254
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
254