x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
„დედასთან შეხვედრის ვიდეო ვერ დავდე, არ უნდა გამოჩენა და ჩემთან ურთიერთობა“ - თამუნა მუსერიძე
image

.

ცნობილი ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, რომელიც მერვე წელია ბიოლოგიურ ოჯახს ეძებდა და მამა ახლახან იპოვა, წერს, რომ დედას შეხვდა, მაგრამ მას გამოჩენა არ სურს. მუსერიძე ასევე აღნიშნავს, რომ დედამისს ასევე არ სურს მასთან საუბარი და ურთიერთობა და სწორედ ამიტომ არ გაავრცელა მან შეხვედრის ვიდეომასალა.

.

„ისტორია ასეთია, მე არ ვარ მოპარული ბავშვი, გამაშვილეს. მამა იყო ცოლიანი, რომელსაც ჰყავდა ორი შვილი, მამამ საერთოდ არ იცოდა ორსულობის შესახებ. დედა არ იყო გათხოვილი, მაშინ იყო 21 წლის და მოხდა ეს ამბავი. მესმის ოჯახის განცდები, იმიტომ რომ 80-იან წლებში, საქართველოში ბავშვის უმამოდ გაჩენა იყო ტრაგედიის ტოლფასი - მე ამის მიმღებლობა მაქვს, აბსოლუტურად. დედასთან შეხვედრის ვიდეო ვერ დავდე, იმიტომ რომ მას აქვს სიმსივნე, მძიმე ფორმებში. დედას არ სურს საჯაროდ გამოჩენა და ასევე არ უნდა ჩემთან ურთიერთობა.
.
რას ვიზამთ, ყველას არ შეიძლება მოსწონდე და უნდოდე. არ უნდა გამოჩენა და არც ჩემთან კონტაქტი. სულ სამჯერ ვესაუბრე დედას და არ გამოვიდა ურთიერთობა. ბევრი ვეცადე კბილებით აქამდე მომეტანა ეს ამბავი, ამ დრომდე არ მეთქვა მიზეზი, მაგრამ არ გამოვიდა. მე ყოველთვის ვაფრთხილებდი ერთხელ უარყოფილ ბავშვებს, რომ შესაძლოა ბიოლოგიური მშობლის პოვნის დროს მეორედაც უარგყონ და ამას უნდა შევეგუოთ.“, - ამბობს თამუნა მუსერიძე მიმართვაში.

****************************************************

სექტემბერში მან მხარ­დამ­ჭე­რებს ამ­ცნო, რომ 8-წლი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი იპო­ვა. მუ­სე­რი­ძემ 31 წლის ასაკ­ში გა­ი­გო, იმის შე­სა­ხებ, რომ ის “აყ­ვა­ნი­ლი“ იყო. მას შემ­დეგ ბი­ო­ლო­გუ­რი მშობ­ლე­ბის ძი­ე­ბა არ შე­უ­წყვე­ტია.

.

"სა­ი­დან ვიცი, რომ ჩემი მშობ­ლე­ბი - ჩემი მშობ­ლე­ბი არი­ან, თუ მათ არ იცი­ან? - სა­ი­დან და გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტის წყა­ლო­ბით და­დას­ტურ­და, რომ ისი­ნი ნამ­დვი­ლად ჩემი მშობ­ლე­ბი არი­ან. ეს ტეს­ტი გა­ი­კე­თა ჩემ­მა ნა­თე­სავ­მა და შემ­დგომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვა. ასე რომ, ცო­ტაც დარ­ჩა. ვნა­ხავ და შემ­დეგ და­ნარ­ჩენ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც მო­გაწ­ვდით, “ - აცხა­დებ­და ჟურ­ნა­ლის­ტი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­ში.


თამუნა მუსერიძე ტელეწამყვანია და წლების განმავლობაში ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზე. სულ ცოტა ხნის წინ ეთერში მისი საავტორო გადაცემა „ვეძებ“ გავიდა, რომლის საშუალებითაც დაკარგული, გაყიდული ან გაშვილებული ადამიანები ოჯახის წევრების პოვნას ცდილობენ. თამუნამ სოციალურ ქსელში ჯგუფიც შექმნა, სადაც დაკარგული ახლობელი არაერთმა ადამიანმა იპოვა.
თამუნა მუსერიძე 1986 წელს დაიბადა. ტელევიზიაში მუშაობა 18 წლის ასაკში დაიწყო. ცხოვრებაში ყველაზე დიდი გარდატეხა კი 32 წლის ასაკში ეწვია, როცა დედის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ნაშვილებია.
“იმდენად ბედნიერი ბავშვობა მქონდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზღაპარში ვცხოვრობდი. 90-იანი წლების უშუქობა, უგაზობა და სიდუხჭირე საერთოდ არ მიგრძნია. მამაჩემი, შოთა მუსერიძე, ძალიან ხელგაშლილად ცხოვრობდა და მარტო თავის ოჯახს კი არა, ნათესავებსაც ხელს უმართავდა. დედა, მარინა კუხიანიძეც ყველაფერს აკეთებდა, რომ საფუძვლიანი განათლება მიმეღო. სკოლაში მაკითხავდა და თვითონ დავყავდი ინგლისურზე, რუსულზე, ხელოვნებათმცოდნეობაზე, ისტორიაზე. დედამ სამსახურს თავი დაანება და მთელი ცხოვრება შვილების განათლებას მიუძღვნა. მხოლოდ ერთხელ მიადგა ჩრდილი ამ ყველაფერს – როცა მითხრეს, რომ ნაშვილები ვიყავი, მაგრამ მაშინ არ დავიჯერე. რატომ? – ალბათ იმიტომ, რომ ჩემზე უმცროსი ძმა მყავს და მშობლებისგან წამითაც არ მიგრძნია, რომ მისგან მასხვავებდნენ. დედაჩემი მხოლოდ 33 წლის იყო, როცა შვილად ამიყვანეს, თან, მამაჩემს და მის დედას ძალიან ვგავდი. მოგვიანებით, გენეტიკური ანალიზით დადგინდა, რომ ჩვენ შორის დამთხვევა ნული პროცენტი იყო, მაგრამ მაშინაც არ შემპარვია ეჭვი, რომ ისინი ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ” – იხსენებდა თამუნა.
თავისი ბიოლოგიური მშობლების საპოვნელად ყველა გზას მიმართა და ამ ძიებაში იპოვა მტკიცებულებები იმისა, რომ 1950-იანი წლებიდან საქართველოში გაშვილების მასშტაბური შავი ბაზარი არსებობდა. მან “ფეისბუქზე” ჯგუფი “ვეძებ” შექმნა, რომელმაც უკანონო გაშვილების პრაქტიკაზე, კერძოდ, ჩვილების სამშობიაროდან წაყვანაზე, საჯარო დისკუსია გამოიწვია. მუსერიძის ორგანიზაციამ ასობით ოჯახის გაერთიანებას შეუწყო ხელი, თუმცა თავის ოჯახს კვლავაც ეძებს.



“ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2017 წელს “ფეისბუკზე” გავაკეთე გვერდი გაშვილებული ადამიანებისთვის. თავიდან ანონიმური იყო: ჩვენი ჯგუფის მიზანი გახლდათ ინფორმაციის გაზიარება გაშვილებულ ბავშვებს შორის. ერთმანეთს ამბებს და ემოციებს ვუზიარებდით. ძალიან ბევრმა მომწერა თავისი ცხოვრების შესახებ, არაერთი ადამიანი გამოგვეხმაურა და აღმოჩნდა, რომ ბევრი ბავშვი საეჭვო ვითარებაში იყო გაშვილებული. ეს ჩემს გადაცემებშიც ბევრჯერ მითქვამს: მშობიარობის შემდეგ დედას ეუბნებოდნენ, რომ გარდაცვლილი ბავშვი გააჩინა და მერე მოპარულ ჩვილებს აშვილებდნენ. ამის გარკვევის შემდეგ გადაცემის გაკეთების იდეაც გამიჩნდა. თავდაპირველად, ეს გადაცემა თათული ედიშერაშვილთან და კახაბერ შარტავასთან ერთად მიმყავდა. თავიდან ამ დანაშაულის მასშტაბს ვერც კი ვხვდებოდით. არ გვჯეროდა, რომ ეს წარმოუდგენელი ფაქტები არაერთ სამშობიაროში ხდებოდა!”
ამ საქმიანობამ თამუნას საერთაშორისო აღიარება მოუტანა და BBC დააინტერესა. 2023 წლის ასი ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ქართველი ქალია, რომელიც ამ სიაში აღმოჩნდა. თამუნამ 2017 წელს დააფუძნა “ფეისბუკჯგუფი” “ვეძებ” და ათეულობით ადამიანს აპოვნინა დედა, მამა, დედმამიშვილები, ნათესავები…



2024 წელს, ქალთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მუსერიძეს და კიდევ ოთხ ქალს ღირსების მედლები გადასცა.

0
62
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0