x
image
intermedia.ge
რა სიმპტომებით ვლინდება ფსიქიკური დარღვევები? - ინტერვიუ სპეციალისტთან
image



ფსი­ქი­ატ­რია წარ­მო­ად­გენს მე­დი­ცი­ნის დარ­გს, რო­მე­ლიც ფსი­ქი­კურ პრობ­ლე­მა­თა წარ­მო­შო­ბას, პა­თო­გე­ნეზს, კლი­ნი­კურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, მკურ­ნა­ლო­ბა­სა და პრო­ფი­ლაქ­ტი­კის გზებს შე­ის­წავ­ლის. ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა არის მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ა­ნი მკა­ფი­ოდ გრძნობს ფი­ზი­კურ და სუ­ლი­ერ კე­თილ­დღე­ო­ბას, ღირ­სე­ბა­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბას, აკონ­ტრო­ლებს აზ­რებ­სა და ქმე­დე­ბებს, ლა­ხავს ყო­ფით სიძ­ნე­ლე­ებს და იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებს.


რო­მელ და­ა­ვა­დე­ბებს გა­მო­ყო­ფენ ფსი­ქი­ატ­რი­ა­ში და რა ჩი­ვი­ლე­ბი ახა­სი­ა­თებთ მათ? — ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე თო­დუ­ას კლი­ნი­კის დიღ­მის ფი­ლი­ა­ლის ფსი­ქი­ატ­რი, მა­რი­ამ ჭე­ლი­ძე სა­უბ­რობს.


რო­მე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი მი­ე­კუთ­ვნე­ბა ფსი­ქი­კურ დარ­ღვე­ვებს?



ფსი­ქი­კურ დარ­ღვე­ვებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა პრობ­ლე­მა­თა მთე­ლი რიგი, რო­გო­რე­ბი­ცაა დეპ­რე­სია, შფოთ­ვას­თან და შიშ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, გე­ნე­რა­ლი­ზე­ბუ­ლი შფოთვი­თი აშ­ლი­ლო­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი და სპე­ცი­ფი­კუ­რი ფო­ბი­ე­ბი, ობ­სე­სი­ურ-კომ­პულ­სი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა, რაც ვლინ­დე­ბა აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი აზ­რე­ბი­თა და რი­ტუ­ა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბით, სხე­უ­ლის დი­მორ­ფუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა, ტრავ­მი­თა და სტრე­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი, სო­მა­ტო­ფორ­მუ­ლი აშ­ლი­ლო­ბე­ბი, კვე­ბი­თი დარ­ღვე­ვე­ბი, პი­როვ­ნუ­ლი აშ­ლი­ლო­ბე­ბი, სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის, იმ­პულსთა კონ­ტრო­ლის, დი­სო­ცი­ა­ცი­უ­რი და კოგ­ნი­ტუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი. კოგ­ნი­ტუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა გა­მო­ი­ყოს მეხ­სი­ე­რე­ბი­სა და ორი­ენ­ტა­ცი­ის დარ­ღვე­ვე­ბი, ასე­ვე, დე­მენ­ცია. გარ­და ამი­სა, ფსი­ქი­კურ დარ­ღვე­ვა­თა სპექტრში ხვდე­ბა ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბაც, რაც ხა­სი­ათ­დე­ბა მა­ნი­ა­კა­ლუ­რი და დეპ­რე­სი­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბის მო­ნაც­ვლე­ო­ბით და, რა თქმა უნდა, ფსი­ქო­ზუ­რი რე­გის­ტრის აშ­ლი­ლო­ბე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ში­ზოფ­რე­ნია, ში­ზო­ა­ფექ­ტუ­რი დარ­ღვე­ვა და სხვა.


რა ჩი­ვი­ლე­ბით მო­დის პა­ცი­ენ­ტი ყვე­ლა­ზე ხში­რად?


უპი­რა­ტე­სად, პა­ცი­ენ­ტე­ბი უჩი­ვი­ან შფოთვი­სა და ში­შის გან­ცდას მთელ სხე­ულ­ში, და­ძა­ბუ­ლო­ბას, მო­უს­ვენ­რო­ბას, ერთ ად­გი­ლას დგო­მი­სა და ჯდო­მის შე­უძ­ლებ­ლო­ბას, გულ-მკერ­დის არე­ში მო­ჭე­რის შეგ­რძნე­ბას, ყელ­ში ბურ­თის გა­ჩხე­რის გან­ცდას, გუ­ლის აჩ­ქა­რე­ბას, სუნ­თქვის გახ­ში­რე­ბას ან, პი­რი­ქით, შე­ჩე­რე­ბას, კი­დუ­რებ­ში სი­სუს­ტეს და კან­კალს, და­ბუ­ჟე­ბის შეგ­რძნე­ბას, ძი­ლის დარ­ღვე­ვებს, კონ­ცენ­ტრა­ცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბას. შე­საძ­ლოა ამ ჩი­ვი­ლებს ახ­ლდეს უხა­ლი­სო­ბა, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა, უი­მე­დო­ბი­სა და უმ­წე­ო­ბის გან­ცდა, ნე­გა­ტი­უ­რი აზ­რე­ბის მო­ზღვა­ვე­ბა, რაც ხან­და­ხან მო­ი­ცავს სუ­ი­ცი­დურ ფიქ­რებ­საც.


რამ­დე­ნად ხში­რად გზავ­ნის სხვა პრო­ფი­ლის ექი­მი პა­ცი­ენტს ფსი­ქი­ატრთან?


დიახ, ხში­რად პა­ცი­ენტს სხვა პრო­ფი­ლის ექი­მიც ამი­სა­მარ­თებს ფსი­ქი­ატრთან ფი­ზი­კუ­რი ჩი­ვი­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის გამო. ასეთ დროს პა­ცი­ენ­ტი კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია სხე­უ­ლებ­რივ შეგ­რძნე­ბებ­ზე, ფიქ­რობს, რომ რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბა უნდა გა­ნუ­ვი­თარ­დეს ან ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლობს თვით­დი­აგ­ნოს­ტი­კას. ასე­თი გან­ცდე­ბი კი იმ­დე­ნად მო­მა­ტე­ბუ­ლია, რომ ფი­ზი­კუ­რი ჩი­ვი­ლე­ბიც ეწყე­ბა ან უკვე არ­სე­ბუ­ლი უძ­ლი­ერ­დე­ბა.


პა­ცი­ენ­ტე­ბის საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლი უჩი­ვის სიმ­სივ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის შიშს (კან­ცერ­ო­ფო­ბია), ან სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი ინ­ცი­დენ­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შიში აწუ­ხებს, შე­დე­გად, იტა­რებს უამ­რავ კვლე­ვას, და­დის მრა­ვალ ექიმ­თან და ცდი­ლობს თა­ვი­დან­ვე და­ი­ჭი­როს თა­და­რი­გი. პა­ცი­ენ­ტე­ბი საკ­მა­ოდ ხში­რად უჩი­ვი­ან ტკი­ვი­ლის აუხ­სნელ შეგ­რძნე­ბებს თა­ვის, კუჭ-ნაწ­ლა­ვის, სახ­სრე­ბის, კი­დუ­რე­ბის, ხერ­ხემ­ლი­სა და სხე­უ­ლის სხვა მი­და­მო­ებ­ში.


გვაქვს შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი მოჰ­ყავს ახ­ლო­ბელს ისე­თი ჩი­ვი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა უც­ნა­უ­რი, ბოდ­ვი­თი აზ­რე­ბის გაჟ­ღე­რე­ბა, მა­გა­ლი­თად, ამო­ჩე­მე­ბა, რომ მას უთ­ვალ­თვა­ლე­ბენ, დას­დე­ვენ, მისი მო­წამ­ვლა ან ლიკ­ვი­და­ცია სურთ. ამ მდგო­მა­რე­ო­ბას შე­საძ­ლოა თან ახ­ლდეს ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბიც, კერ­ძოდ, სმე­ნი­თი, რა დრო­საც პა­ცი­ენტს ერთი ან რამ­დე­ნი­მე ხმა მი­მარ­თავს, რა­ი­მეს უბ­რძა­ნებს, დას­ცი­ნის ან შე­უ­რა­ცხყოფს. ხში­რია მო­მა­ტე­ბუ­ლი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა პარტნი­ო­რის თუ ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბის მი­მართ ან აზრი იმის შე­სა­ხებ, რომ ოჯა­ხის წევ­რებს მისი სიკ­ვდი­ლი სურთ ქო­ნე­ბის და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით.


ასეთ დროს რას მო­ი­მოქ­მე­დებს ექი­მი?


პირ­ველ რიგ­ში ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტთან გა­სა­უბ­რე­ბა. თუ ეჭ­ვია ფსი­ქო­ზუ­რი რე­გის­ტრის აშ­ლი­ლო­ბა­ზე, სა­სურ­ვე­ლია, ახ­ლო­ბელ­მაც მი­ა­წო­დოს ექიმს დე­ტა­ლუ­რი ის­ტო­რია. გარ­და ამი­სა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტის ფი­ზი­კუ­რი გა­სინ­ჯვა, დი­აგ­ნოს­ტი­კა და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის და­ნიშ­ვნა. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ექი­მი იძუ­ლე­ბუ­ლია პა­ცი­ენ­ტი გაგ­ზავ­ნოს სტა­ცი­ო­ნარ­ში.


R



0
104
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0