x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
One Direction-ის ყოფილი წევრი ლიამ პეინი გარდაიცვალა

image

One Direction-ის ყოფილი წევრი ლიამ პეინი გარდაცვლილი იპოვეს ბუენოს-აირესში, სასტუმრო Casa Sur Palmero-სთან. პრესაში ვრცელდება ჭორები, რომ, 31 წლის მუსიკოსმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ შეიტყო შეყვარებულის ღალატის შესახებ. მედიის ცნობით, მისი გარდაცვალება არგენტინის პოლიციამ დაადასტურა.

ლიამ პეინი მესამე სართულის აივნიდან გადმოვარდა და რამდენიმე ადამიანმა დაინახა. მანამდე პეინი უცნაურად იქცეოდა: მაგალითად, სასტუმროს ფოიეში ლეპტოპი გატეხა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ რაზმი სასტუმროში მას შემდეგ მივიდა, რაც მათ აცნობეს "აგრესიული მამაკაცის შესახებ, რომელიც შესაძლოა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდეს".image

ცოტა ხნის წინ, მუსიკოსი ნახეს მისი მეგობრისა და One Direction ჯგუფის, ნაილ ჰორანის კონცერტზე. გარდაცვალებამდე პეინმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ფოტოები შეყვარებულთან ქეით კესიდისთან ერთად და ასევე დაწერა, რომ არგენტინაში შესანიშნავ დროს ატარებდა.image


მედიის ცნობით, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მუსიკოსს ყოფილმა საყვარელმა, 23 წლის მოდელმა მაია ჰენრიმ უჩივლა. მან სამართალდამცავ ორგანოებს სთხოვა დაეცვათ იგი აკვიატებული თვალთვალისგან, რომელსაც აწყდებოდა პეინთან მათი დაშორების შემდეგ. ლიამ პეინმა და მაია ჰენრიმ ურთიერთობა 2018 წელს დაიწყეს მას შემდეგ, რაც მუსიკოსი დაშორდა შერილ კოულს, რომელთანაც შვილი ჰყავს. 2020 წელს მან ახალ შეყვარებულს ხელი სთხოვა, მაგრამ 2022 წლის აპრილში ნიშნობა გაუქმდა და მაიამ განაცხადა, რომ მომღერალი მას ღალატობდა.

ლიამ პეინმა კარიერა მოზარდობაში დაიწყო და 2010-იან წლებში იყო ძალიან პოპულარული ჯგუფის One Direction-ის წევრი, ჰარი სტაილსთან, ლუის ტომლინსონთან, ზეინ მალიკთან და ნაილ ჰორანთან ერთად.image

2021 წელს ლიამ პეინმა აღიარა, რომ ებრძოდა ალკოჰოლსა და ანტიდეპრესანტებზე დამოკიდებულებას. "რთული პერიოდი იყო. ჩემი ოჯახი ძალიან ღელავდა ჩემზე", - იხსენებს ის.

0
16
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0