x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
საბჭოთა ფოტოშოპი: როგორ ქრებოდნენ ადამიანები ფოტოებიდან
image


დღეს ფოტოს დამუშავება ფოტოშოპში ბავშვსაც კი შეუძლია. თანამედროვე ტექნოლოგია რეალობის შეცვლის სრულ შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ როგორ ართმევდნენ თავს ამ საქმეს საბჭოთა კავშირში? დღევანდელ სტატიაში სწორედ ამის შესახებ მოგიყვებით.


image


სსრკ-ში რა თქმა უნდა, ფოტოშოპი არ იყო, თუმცა იყო რეტუში. თქვენ წინაშეა სტალინის ერთი და იგივე ფოტო - დამუშავებამდე და მას შემდეგ. "რეტუშერებს" შეეძლოთ "მთავარი გმირებისთვის "სამოსის შეცვლა. ასე მაგალითად, ბერიას საკუთარი თავის ხილვა უფრო სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილს მოსწონდა.



image


გადასახლებული ბოლშევიკების შეხვედრა - 1915 წლის ზაფხული, ტურუხანსკის მხარე. სტალინი უკანა რიგშია, თავზე შავი ქუდით, ხოლო ოდნავ მარჯვნივ შემდგომში მტრად შერაცხული ლევ კამენევია (ულვაშით), რომელსაც მეორე ფოტოზე უკვე ვეღარ ვხედავთ.


imageimage


ცნობილი კადრი - ლენინი და კრუპსკაია ბავშვებთან ერთად სოფელ კაშინოში, თუმცა რეალურად კადრში სოფლის სრულწლოვანი მაცხოვრებლებიც იყვნენ, რომლებიც მოგვიანებით თითქმის ყველა იქნა გაკულაკებული და გადასახლებული. ყოველი შემთხვევისთვის, საერთო ფოტოდან სასურველი კადრი ამოჭრეს, ხოლო ფონი კი ჩააბნელეს.



image



1919 წლის ჯგუფური ფოტო, რკპ(ბ) VIII ყრილობა. ფოტოზე აღბეჭდილნი არიან - სტალინი, ლენინი და კალინინი, თუმცა შემდეგ ფოტოზე კალინინი სასწაულებრივად ქრება.



imageimage


მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ კადრის ამოჭრასთან არ გვქონდა, აქ უფრო რთული მიდგომები იქნა გამოყენებული. კადრში გაურკვეველი შავი დროშის ქვეშ რევოლუციონერ ჯარისკაცებს ხედავთ, რომელთა ფონზეც სარეკლამო პლაკატებია განთავსებული.


image



ახლა კი უკვე ჩვენ წინ "სწორი" ლოზუნგებია (თუმცა გადიდებულზე კარგად ჩანს, რომ შრიფტი საკმაოდ უსწორმასწორო გამოვიდა).



image



აქ ცხრა პერსონაჟისგან მხოლოდ ოთხია დატოვებული, პირველ ფოტოზე ერთმანეთის გვერდით დგანან ფრუნზე (მარცხნიდან მეორე), ვოროშილოვი (მეხუთე), სტალინი (მეექვსე) და ორჯონიკიძე (მერვე), თუმცა უხარვეზოდ აქაც არაფერი გამოვიდა - ფრუნზეს მხარეს ჩრდილი ეცემა, რომელიც ღმერთმა იცის ფოტოზე საიდან მოვიდა.


image


თუმცა იყო კიდევ უფრო რთული ამოცანებიც. ამ ფოტოზე (ბაქო, 1920 წ.) მარცხენა მხარეს კიროვი და ორჯონიკიძე ჩანს. ძნელი იყო ანასტას მიკოიანის გადაყვანა მათ კომპანიაში ფოტოს მარჯვენა მხრიდან, ვინაიდან ზოგადი რაკურისდან ის ერთნახევარჯერ უფრო მაღალი გამოდიოდა, თუმცა ესეც იქნა დაძლეული.


imageimage


აი, ეს უკვე ცნობილი ფოტო გახლავთ, სადაც ლენინი და ტროცკი ერთმანეთის გვერდიგვერდ არიან. მოგვიანებით პუბლიკაციებში კადრები ისე მოჭრეს რომ ეს უკანასკნელი აღარ გამოჩენილიყო.


imageimage


ამ ფოტოზე კი ლენინი მიტინგზე სიტყვით გამოდის (მოსკოვი, 1920 წლის 5 მაისი), ხოლო ტრიბუნასთან კიბეებზე ტროცკია (რომლის უკან რთულად განირჩევა კამენევის სილუეტი). აღნიშნული ფოტო ძალიან ცნობილია, თუმცა 1927 წლის შემდგომ პუბლიკაციებში კიბეებზე უკვე აღარავინ არის.



imageimage


და აი, ყველაზე ნანატრი ფოტოც. მოსკოვი-ვოლგის არხის გასწვრივ გასეირნება, მარჯვნივ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარ ნიკოლაი ეჟოვს ხედავთ, თუმცა მალევე ის კადრიდან იქნა ამოჭრილი, ის დახვრიტეს, ამიტომ მეორე ფოტოზე სტალინის გვერდით მას უკვე ვეღარ ვხედავთ.


imageimage









0
232
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
232