x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
"მთავარი არხის" ერთ-ერთი დირექტორის საჩივარი, ტელევიზიის შავ სალაროს და საეჭვო ტრანზაქციებს ეხება
image

.

უკანონო ოპერაციები, საეჭვო ტრანზაქციები პირად ანგარიშებზე და გაურკვეველი წარმომავლობის ნაღდი ფული, მათ შორის 8 მილიონ 500 ათასი დოლარი "ქეშად", საიდანაც 2 მილიონი სხვადასხვა ვალუტით უცხოეთშია გადარიცხული. "კურიერს" ხელში ჩაუვარდა "მთავარი არხის" ერთ-ერთი დირექტორის საჩივარი, რომელიც ტელევიზიის შავ სალაროს ეხება. სამი დოკუმენტი, სამივე ეროვნული ბანკისა და "თიბისი ბანკის" ხელმძღვანელობის სახელზეა დაწერილი.

.


2019 -2024 წლები გიორგი ქურდაძე იმ სქემას აღწერს, რომლითაც ტელევიზიაში მილიონები სამი დირექტორის ხელმოწერის გვერდის ავლით მოძრაობს და რის გამო ზარალდება სახელმწიფო ბიუჯეტო და თავად "მთავარი არხი".

.

წერილებში ფიგურირებს გვარები: კობა ნაყოფია, ირაკლი ნიჟარაძე და თეა გვარამია. ერთი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატია - ნაღდი ფულით მილიონების შემომტანი, მეორე "მთავარი არხის" ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მესამე კი, ამავე არხის ექსკლუზიური პარტნიორი სარეკლამო სააგენტოს "ნიუ სეილსის"დირექტორი.

.

ჩამოთვლილია უკანონო ოპერაციებში მონაწილე კომპანიების დირექტორებიც, მათ შორის არის ნიკა გვარამია.


საეჭვო სქემა, თავად "მთავარი არხის" ერთ-ერთმა დირექტორმა გიორგი ქურდაძემ გაშიფრა, რომელიც თავის მხრივ ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელია. სწორედ მათ შენობაში და მათივე ტექნიკით მაუწყებლობს გვარამიას არხი, რის სანაცვლოდან ისინი არხის მეწილეები გახდნენ. არხის დირექტორი წერს, რომ საეჭვო გადარიცხვები დღესაც გრძელდება.

.

ეროვნულ ბანკში შეტანილი ბოლო საჩივარი 11 ოქტომბრით თარიღდება. დოკუმენტს რომელიც "კურიერს" ექსკლუზიურად მიაწოდეს, წერია რომ მას თან ახლავს 11 დანართი" - სულ 382 ფურცელი.

.

კურიერის ექსკლუზიური ვიდეო რეპორტაჟი ნახეთ აქ>>

0
438
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
438
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0