სხვა საინტერესო ფაქტები ძველი ეგვიპტის შესახებ, რომელზე წარმოდგენაც კი არ გქონდათ 15 ოქტომბერი, 20:55
ძველი ეგვიპტე - ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ცივილიზაციაა, რომელმაც არაერთი საიდუმლო დაგვიტოვა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 30 გასაოცარ ფაქტს ძველი ეგვიპტის შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ ამ საოცარი კულტურისა და მის მიერ მსოფლიო ისტორიაზე მოხდენილი გავლენის შესახებ. დღევანდელი სტატია გამოგზაურებთ ფარაონების, პირამიდებისა და იდუმალი ადათ - წესების სამყაროში, რომელიც ამ უძველესი ცივილიზაციის ისტორიის არაერთი, გასაოცარი ასპექტის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. მაშ ასე, თქვენ წინაშეა 30 საინტერესო ფაქტი ძველი ეგვიპტის შესახებ, რომლის შესახებაც შესაძლოა აქამდე არაფერი იცოდით.
ძველი ეგვიპტის ისტორია დაახლოებით 40 საუკუნეს ითვლის, მაშინ როდესაც ეგვიპტური ცივილიზაციის არსებობის ძირითადი ეტაპი მეცნიერთა მიერ დაახლოებით 27 საუკუნით ფასდება.
ძველი ეგვიპტის საბოლოო დაცემა დაახლოებით 1300 წლის წინ მოხდა, როდესაც ის არაბების მიერ იქნა დაპყრობილი.
იცოდით, რომ ეგვიპტელები ბალიშებს არა ბუმბულით, არამედ ქვებით ავსებდნენ?
ექსპერტების აზრით, ძველ ეგვიპტეში კოსმეტიკა საჭირო იყო არა იმდენად სახის გასალამაზებლად, რამდენადაც მზის სხივებისგან კანის დასაცავად.
საინტერესო ფაქტი - დღესდღეობით არსებობს ძველი ეგვიპტის შემსწავლელი ყოვლისმომცველი მეცნიერება - ეგვიპტოლოგია.
პირველი საქორწინო კონტრაქტების პრაქტიკა სწორედ ძველ ეგვიპტეში დაიწყო. კოტრაქრტში მეუღლეები მიუთითებდნენ, თუ როგორ გაიყოფოდა ქონება განქორწინების შემთხვევაში.
თანამედროვე ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ ეგვიპტის პირამიდებს აშენებდნენ არა მონები, არამედ დაქირავებული პროფესიონალი მუშები.
ძველი ეგვიპტელი ფარაონები ხშირად ქორწინდებოდნენ და-ძმებზე, რათა ტახტის პრეტენდენტების რაოდენობა შეემცირებინათ.
ძველ ეგვიპტეში სამაგიდო თამაშებიდიდი პოპულარობით სარგებლობდა, რომელთაგან ზოგიერთი დღესაც კი ცნობილია.
როგორც ძველ ეგვიპტელებს შორის პური ეგვიპტეში დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ძველ ეგვიპტეში ბავშვები, ჩვეულებრივ, სრულიად შიშველები და თავგადაპარსულები დადიოდნენ, ტილებისგან დაცვის მიზნით მშობლები მათ თავზე მხოლოდ ნაწნავს უტოვებდნენ.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ფარაონები ხელოვნურ წვერს იმავე მიზეზით ატარებდნენ, რა მიზეზითაც ოსირისი - მათი უზენაესი ღვთაება წვერით იყო გამოსახული.
ძველ ეგვიპტეში ქალებსა და მამაკაცებს ერთნაირი უფლებები ჰქონდათ, რაც იმ დროისთვის საკმაოდ დიდ იშვიათობას წარმოადგენდა.
სწორედ ეგვიპტელები იყვნენ პირველები, ვინც ლუდის მოხაშვა ისწავლეს.
იეროგლიფების სახით დამწერლობა ძველ ეგვიპტეში 5 ათასზე მეტი წლის წინ წარმოიშვა.
იცოდით, რომ წარმომავლობა ეგვიპტელებში არა მამის, არამედ დედის მხრიდან გადადიოდა?
სწორედ ძველ ეგვიპტეში იქნა გამოგონილი - ბეტონი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, სავარცხელი, საპონი და კბილის ფხვნილიც კი.
პირველ პირამიდად ჯოსერის პირამიდა ითვლება, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 2600 წელს აშენდა, მაშინ როდესაც ყველაზე ცნობილ პირამიდად დღემდე - ხეოფსის (ხუფუს) იგივე გიზას დიდი პირამიდაა მიჩნეული.
ძველ ეგვიპტეში ე.წ. "საფოსტო მტრედი" ფართოდ იყო გავრცელებული.
იმ ეპოქაში მამაკაცები ქვედაბოლოების ტარებას ამჯობინებდნენ, რადგან მათი საშუალებით სიცხესთან გამკლავება უფრო ადვილი იყო.
ცოტამ თუ იცის, რომ ბორბალი ძველ ეგვიპტეში გამოიგონეს.
ეგვიპტური ცივილიზაციის დიდი ტერიტორიების მიუხედავად, მისი მთელი მოსახლეობა ნილოსის ნაპირებზე ცხოვრობდა, მსგავსი სურათი დღესაც ნარჩუნდება.
ძველ ეგვიპტელებში დაბადების დღის აღნიშვნა მიღებული არ იყო.
ფარაონებს შორის ხელისუფლებაში ყველაზე დიდხანს პეპი II ნეფერკარა იგივე პიოპი II დარჩა, რომელიც ცივილიზაციას 88 წლის განმავლობაში მართავდა.
სიტყვა "ფარაონი" სიტყვასიტყვით "დიდ სახლს" ნიშნავს.
ძველ ეგვიპტეში ერთდროულად გამოიყენებოდა 3 კალენდარი - მთვარისმიერი, ასტრონომიული და სასოფლო-სამეურნეო, რომელიც ნილოსის ადიდებაზე იყო დაფუძნებული.
მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ჩვენამდე მხოლოდ ეგვიპტის პირამიდებმა მოაღწია.
პირველებმა, რომლებმაც საქორწინო ბეჭდის არათითზე ტარება დაიწყეს სწორედ ძველი ეგვიპტელები იყვნენ.
წესრიგის შესანარჩუნებლად უწინ მოხელეები არა მხოლოდ ძაღლებს, არამედ გაწვრთნილ მაიმუნებსაც იყენებდნენ.
ძველ ეგვიპტეში სახლში ფეხსაცმლით შესვლა უაღრესად უხამსად ითვლებოდა.
|