x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ამერიკელმა ცოლ-ქმარმა 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ გაიგეს, რომ ერთმანეთს ბავშვობაში იცნობდნენ
image

ამერიკელი ქალი ძველ ფოტოებს ათვალიერებდა და საბავშვო ბაღში გადაღებულ სურათზე საკუთარი თავი ქმრის გვერდით აღმოაჩინა. ამის შესახებ გამოცემა People წერს.



ნატალი დელერმა თავისი მომავალი ქმარი კოლინი კოლეჯში გაიცნო, როდესაც ორივე 18 წლის იყო. როგორც ირკვევა, ორივე გაიზარდა კალიფორნიის პატარა ქალაქ ფრესნოში. შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდებმა გაიგეს, რომ ბევრი საერთო მეგობარი ჰყავდათ. ისინი დამეგობრდნენ და დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, 2020 წელს კი დაქორწინდნენ. საერთო ჯამში, მათი ურთიერთობა დაახლოებით ათი წელს ითვლის.

image


ერთხელაც დელერების მოსანახულებლად კოლინის დედა მივიდა. ქალი სხვაგან გადასვლას აპირებდა, ამიტომ სახლში სხვენი დაალაგა, იქ იპოვა კოლინის ძველი ნივთები და ფოტოები, რომელიც შვილს მოუტანა. როდესაც ნატალიმ სურათების დათვალიერება დაიწყო, მან აღმოაჩინა საბავშვო ბაღში გადაღებული ქმრის ფოტო, ქალი შოკში ჩავარდა, როცა სამი წლის კოლინის გვერდით დაინახა საკუთარი თავი. გაირკვა, რომ ცოლ-ქმარი ადრეულ ბავშვობაში ერთ ბაღში და ერთ ჯგუფში დადიოდნენ, მაგრამ აღარ ახსოვდათ ერთმანეთი.


"ჩემი დედამთილი ჩანთით ჩამოფრინდა არიზონაში, სადაც ახლა ვცხოვრობთ, სავსე იყო ჩანთა ჩემი ქმრის ბავშვობის დროინდელი ნივთებით... ჯილდოები, ფოტოები და ა.შ. ჩანთაში ვიქექებოდი და სწორედ მაშინ შევამჩნიე საბავშვო ბაღშში გადაღებული ფოტო“.

image

ამბავი სწრაფად იქცა ოჯახურ ლეგენდად. ნათესავებმა გადაწყვიტეს, რომ წყვილის შეხვედრა ღვთის განგება იყო.

0
202
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0