x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
„საფლავებზე ცოცხალი ხალხის ფოტოების ჩამარხვა ძალიან აქტუალური გახდა” – პეტრე კოლხი
image

.

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ჯადოების და მკითხავების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ საფლავებში ცოცხალი ადამიანების ფოტოსურათებს ხშირად მარხავენ და ამით ჯადოებს აკეთებენ.

.


“ბევრი ადამიანი მოდის და შველას ითხოვს. საფლავებზე ცოცხალი ხალხის ფოტოების ჩამარხვა ძალიან აქტუალური გახდა. ვინც ამას აკეთებს, ტაძარშიც დადის და უნამუსოდ მარხვასაც იცავს… ნუ, რამდენად ღვთისნიერია ასეთი ადამიანის ეკლესიური ცხოვრება, ამას ღმერთი განსჯის, მაგრამ ის ბოროტება, რასაც ვითომ სხვას უკეთებენ, მალე ბუმერანგივით უკან რომ უბრუნდებათ, ეს მაინც უნდა იცოდნენ…

.

ან რა აზრი აქვს მოჯადოებული და დადებილებული შეყვარებულის, ცოლის, ქმრის გვერდით ყოფნას?! ბევრი ვიცი, განსაკუთრებით ე.წ. ელიტა, სინამდვილეში სულით მდაბალი ხალხი, როგორ დგას მჩხიბავების კარებთან და როგორ ითხოვს მდიდარი საყვარლების “დათრევას”… როდემდე ასეთი ფსკერი და სიბნელე?! ერთ “მშვენიერ” დღეს ყველაფერი უკან მოგიბრუნდებათ!…” - წერს მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია).

.

image
2015 წელს "ფე­ის­ბუქ­ზე" ვნე­ბა­თა­ღელ­ვა მოჰ­ყვა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ ანა დაშ­ნი­ა­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტოს, რო­მე­ლიც, ავ­ტო­რის თქმით, სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. ის ვა­რა­უდს გამ­თქვამს, რომ ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხულ გო­გო­ნას ჯა­დოს უკე­თე­ბენ.

.

"მე­გობ­რე­ბო, ხომ არ გეც­ნო­ბათ შემ­თხვე­ბით ეს გოგო? სა­საფ­ლა­ო­ზე მარ­ხავს ვი­ღა­ცა ამ გო­გოს სუ­რა­თებს და პუ­რის­გან გა­კე­თე­ბულ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც მგო­ნი ბავ­შვი უჭი­რავს ხელ­ში. მე­საფ­ლა­ვემ იპო­ვა უამ­რავ ად­გი­ლას", - წერს ანა.

.

ამ ფაქტმა აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში და სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ ასეთი ფაქტები სასაფლაოებზე ხშირად ფიქსირდება. ამით ზოგიერთი საყვარლის დაბრუნებას ცდილობს, ზოგი ქმრის, ზოგიც პირიქით სხვის დასაშორებლად აკეთებდა ასეთ მომაჯადოვებელ ნივთებს და საფლავებზე მარხავდა. ხშირად აღიარებენ, რომ ამას ადამიანებზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენა ნამდვილად ძალუძს და ქვეცნობიერი ძალები ნამდვილად აქვს. ამიტომაც ყველა ფოტოზე გამოსახულ პიროვნებას ურჩევენ აუცილებლად გაიწმინდონ აურა, რათა თავიდან აიცილონ გართულებები და ცუდი ზეგავლენა, რომელიც მის სახელზე ჩაიფიქრეს.

0
148
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0