x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ შევამციროთ კომუნალური გადასახადები ორჯერ? - გაითვალისწინეთ!
ზამთარში სითბო სანატრელია, ოთახებში სითბოს შესანარჩუნებლად, ან უბრალოდ სახლის გასათბობად კი ყველა პრაქტიკულ და არაპრაქტიკულ ენერგორესურსს მივმართავთ. კომუნალურ გადასახადებს კი, რომლებიც ისედაც არ იყო მცირე, გაძვირებული ტარიფი დაემატა, ჯანმრთელობის ხარჯზე კი გამათბობლების გათიშვა ნამდვილად არ არის გამოსავალი. სწორედ ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე ხრიკს, რომლებიც გადასახადებს შეამცირებს.





როგორ გავაკეთოთ ეკონომია ოთახის გამათბობელით?



● ოთახის გამათბობლებიდან გამოსული ჰაერის თბილი ნაკადი ნეიტრალიზდება ოთახში, კედლებიდან და ფანჯრებიდან შემოსული ცივი ჰაერით. თუ კედელზე, გამათბობელის მოპირდაპირედ გააკრავთ გამათბობელზე ოდნავ მეტი ზომის კილიტას (ფოლგა), ოთახში ტემპერატურას 2–3 გრადუსით გაზრდით.


image







როგორ გავაკეთოთ ეკონომია ფანჯრებით?



● თუ სახლში, ისევ ძველი, ხის ჩარჩოები აქვს თქვენ ფანჯრებს, რომელიც სიცივეს ვერაფრით აკავებს, შეგიძლიათ ჰაერის გამტარი ნაკადები ჰერმეტულად დაფაროთ წებოვანი ქაღალდი–ლენტით, ქაფით ან სილიკონის სითხით.


image






● ხშირად, თანამედროვე ორმაგი მეტალო პლასტმასის ფანჯრებიც შეიძლება ცივი აღმოჩნდეს. შეამოწმეთ ფანჯრის ფურნიტურა მორგებულია თუ არა ზამთრის რეჟიმს, რადგან ინსტალატორები (მემონტაჟეები) მას ზაფხულის რეჟიმზე აინსტალებენ. როგორ გავარკვიოთ რომელ რეჟიმზეა ჩვენი ფანჯარა?



● თუ მეტალო პლასტმასის ფანჯარა სრულიად ნორმალურადაა დამონტაჟებული, თუმცა ცივი ჰაერის ნაკადი მაინც აღწევს ოთახში, მაშინ საქმე გვაქვს ჰერმენტიზაციასთან, რომელიც მოძველდა და გამოცვლას საჭიროებს. რთული არც ამაში არაა არაფერი, გაცვეთილი და მზისგან დამწვარი ჰერმენტიზაციის რეზინა, რაც ფანჯარას აქვს შიგნით, უნდა ამოიღოთ და ახალი ჩასვათ. მაგალითი იხილეთ აქ!



ამ მარტივი რჩევების გათვალისწინებით საგრძნობლად შეამცირებთ დენისა და გაზის გადასახადს.




0
248
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0