x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138420
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
შეაერთეთ ხელის გულები და დააკვირდით ხაზები როგორ იკვეთება
თქვენმა სხეულმა გაცილებით მეტი იცის თქვენზე, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. თქვენი ხასიათის ოდნავ ნიუანსსაც კი ამჟღავნებს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ჩვევები. ჩვენი შინაგანი სამყაროს გაცემა შეუძლია თუნდაც თითების სიგრძესა და ფორმას, დღევანდელ სტატიაში კი ერთი მარტივი ტესტის მიხედვით მინდა თქვენი შინაგანი სამყაროს ფარული კუთხეები გამოგიმჟღავნოთ, თუ როგორი სიყვარული შეგიძლიათ პარტნიორის მიმართ.




image



ამისათვის კი უბრალოდ შეაერთეთ ხელის გულები ისე, როგორც ფოტოზეა მოცემული, ნახეთ როგორ იკვეთება ხაზები და თქვენთვის მოცემული პასუხი წაიკითხეთ.




შეაერთეთ ხელის გულები და დააკვირდით ხაზები როგორ იკვეთება





1. თუ ხაზები დაემთხვა, მაშინ გაგიმართლათ, რადგან სიყვარულის მიმართ ხართ სერიოზული და მხოლოდ ხანგრძლივი ურთიერთობებია თქვენთვის მისაღები. ხართ რაციონალური, მოაზროვნე, ბუნებით ნაზი და საზოგადოებისთვის მისაღები პიროვნება.


image






2. თუ მარჯვენა ხელის ხაზი ქვევით მოექცა, მაშინ ეს მიუთითებს იმაზე, რომ თქვენთვის იდეალური პარტნიორი მხოლოდ ასაკით დიდი, ბრძენი ადამიანია, ვინაიდან თქვენ თვითონვე ხართ დაბრძნებეული და სერიოზული პიროვნება, რომელიც ყოველთვის ეყრდნობა ინტუიციას, რომელიც (თითქმის) არასოდეს ცდება. ასეთი პიროვნება ძალიან კარგია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ის რომანტიკული და სოციალურად დამოუკიდებელია.

image






3. თუ მარცხენა ხელის ხაზი ზევით მოექცა, ეს მიუთითებს ადამიანზე, რომელიც არასოდეს ჩქარობს სერიოზულ ურთიერთობებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ სიყვარული არაა ბედნიერების გარანტია. ამბიციური და დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომელიც ადვილად უმკლავდება ცხოვრებისეულ სირთულეებს. თუ გადაწყვეტს ცხოვრების სხვასთან დაკავშირებას, მისთვის ასაკით პატარა და თუნდაც სხვა ტრადიციების მქონე პიროვნება იყოს, სრულიად მისაღებია.

image



0
460
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
460
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0