x
11 ოქტომბერი - გოგონათა საერთაშორისო დღე
image2012 წლიდან 11 ოქტომბერი გოგონას საერთაშორისო დღედ აღინიშნება. ეს დღე მიზნად ისახავს გოგონების წინაშე მდგარი საჭიროებებისა და გამოწვევების ხაზგასმას და მათ მოგვარებას, ამავდროულად გოგონების გაძლიერებასა და მათი უფლებების შესრულებას.

მსოფლიოში გოგონების დღევანდელი თაობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზარალებულია კლიმატის, კონფლიქტების, სიღარიბის გლობალური კრიზისებით. მათთვის ჯერ კიდევ არ არსებობს ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა. ძალიან ბევრ გოგონას მსოფლიოში ჯერ კიდევ უარს ეუბნება მათ ირგვლივ შექმნილი გარემოება და პირობები ადამიანურ უფლებებზე, ზღუდავს მათ არჩევანს და ზღუდავს მომავალს.

ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ დღეს ძალიან ბევრმა გაბედა წინააღმდეგობის გაწევა ამ დისკრიმინაციისთვის, თუნდაც საკუთარი აზრის დაფიქსირებით, ბევრმა გაიგო საკუთარი უფლებების შესახებ, შეეცვალათ ხედვა, თუმცა ეს საკმარისი არ არის ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის. საჭიროა მსოფლიო მასშტაბით მოკავშირეების არსებობა და მზადყოფნა საჭირო მხარდაჭერისთვის.

მსოფლიოში 1.1 მილიარდზე მეტი გოგონა იმსახურებს მათი უფლებებით სარგებლობას, პატივისცემას და დაცვას. მათი პოტენციალი უსაზღვროა.მათ უნდა შეეძლოთ საკუთარი თავისა რეალიზება მრავალი კუთხით, რომელიც დააჩქარებს პროგრესს მსოფლიოში.


დროა, გენდერული თანასწორება იყოს დაცული თანამედროვე საზოგადოებაში.

დროა, მოვუსმინოთ გოგონებს!

image

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:მარინა ჩახვაძე
მარინა ჩახვაძე
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0