x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
რატომ უნდა იყოს პატარძლის კაბა ტრადიციულად თეთრი?

image


სავარაუდოდ, თქვენც ისევე როგორც უამრავი ადამიანი, ფიქრობდით რომ პატარძლის საქორწილო კაბის თეთრი ფერი ყოველთვის ტრადიცია იყო და ის სიწმინდისა და უმანკოების სიმბოლოს წარმოადგენდა. გარკვეულწილად, თქვენი ვარაუდი შეიძლება სწორიც კი იყოს, თუმცა ბოლომდე არა... პატარძლის თეთრ კაბაში გამოწყობის ტრადიცია ძალიან ახალგაზრდაა და ის სულ რაღაც 200 წელზე ნაკლებს ითვლის. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით თუ საიდან იღებს სათავეს ეს უჩვეულო ტრადიცია. უნდა აღინიშნოს, რომ თეთრი ფერი ყოველთვის საზეიმოდ არ ითვლებოდა, მეტიც, ის გლოვასა და ნეგატივთან იყო დაკავშირებული. ევროპაში ქალები ძირითადად, წითელ, მწვანე, მეწამულ და ცისფერი ფერის კაბებში თხოვდებოდნენ. ასე, რომ ევროპელი დედოფლები გლოვის დროს თეთრ ფერს უმიზეზოდ არ ატარებდნენ, სწორედ ამიტომაც შეარქვეს მათ "თეთრი ქალბატონები", გამომდინარე აქედან ქორწილში თეთრი ფერის ტარება სიველურედაც კი ითვლებოდა.


image


ასეა თუ ისე, ისტორიამ სამეფო ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენლის გამბედაობის რამდენიმე მაგალითი შემოინახა. სავარაუდოდ, პირველად თეთრი კაბა ბრეტანის ჰერცოგინიამ და საფრანგეთის დედოფალმა ანა ბრეტონელმა საქორწილო ცერემონიისას ჩაიცვა, როდესაც ის 1499 წელს ლუი XII დე ვალუაზე გათხოვდა. ეს იყო ტრადიციის დაბადების პირველი შემთხვევა, რომელსაც საუკუნეების მანძილზე მხოლოდ ყველაზე მამაცი პატარძლები იცავდნენ.


image


1613 წელს ანგლო-შოტლანდიელმა პრინცესამ ელიზაბეთ სტიუარტმა ცრურწმენის მიმართ ასევე თავისი გამბედაობა გამოავლინა. მისი საქორწილო კაბა, ისევე როგორც მისი მეჯვარეების კაბები, მოვერცხლისფრო - თეთრი აბრეშუმის ქსოვლისგან იყო შეკერილი. ელიზაბეთის შლეიფიანი, ვერცხლისფერი მაქმანებით გაფორმებული კაბა, რომელიც ასევე ბრილიანტებით იყო გაფორმებული, მამამისს, მეფე ჯეიმზ I სტიუარტს მთელი ქონება დაუჯდა.


image


ნაპოლეონ ბონაპარტის (ნაპოლეონ I) მეორე მეუღლემ, ავსტრიელმა ჰერცოგინია, მარი ლუიზ ავსტრიელმაც საქორწილოდ თეთრი ფერის კაბა შეარჩია. ის იმპერატორზე 1810 წელს გათხოვდა. მე-19 საუკუნეში მხოლოდ დიდი შემოსავლის მქონე ადამიანებს შეეძლოთ თეთრი ფერის ტანსაცმლის ტარება, რადგან ჭუჭყი ყველაზე მეტად სწორედ ღია ფერის სამოსზე ჩანდა, ხოლო იმ პერიოდში რეცხვა არც თუ იოლ საქმეს წარმოადგენდა, ამიტომ ქორწილში თეთრი ძირითადად, მდიდარ პატარძლებს ეცვათ, რათა საკუთარი სტატუსისთვის და წარმომავლობისთვის ხაზი კიდევ ერთხელ გაესვათ.


imageimage


თეთრი საქორწილო კაბების მოდის სამყაროში ტრიუმფალური გარღვევა 1840 წელს, მე-19 საუკუნის მნიშვნელოვანი ქორწილის - ინგლისის დედოფალ ვიქტორიას და ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელის წყალობით მოხდა. ვიქტორიას მდიდრულ კაბას თოვლივით თეთრი ფორთოხლის ყვავილები ამშვენებდა, რომელსაც 5, 5 მეტრი სიგრძის გრძელი უკანა კალთა მოჰყვეოდა. ცერემონიის ფოტოები პრესაში გამოქვეყნდა, რის შემდეგაც მთელს ინგლისში პატარძალებმა დედოფლის მიბაძვა დაიწყეს.









0
12
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
12