x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
“მა­შინ მე რა­ტომ უნდა ვიყო ამ ნაკ­რე­ბის წევ­რი?” - რას აცხადებს ბუდუ ზივზივაძე

image


საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა და საფეხბურთო კლუბ "კარლსრუეს" თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ სპორტულ ჟურნალისტთან, საბა საპანაძესთან ინტერვიუში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა და ის მიზეზებიც განმარტა, თუ რატომ მიეცა მას მთელი ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში მინდორზე ყოფნისთვის ასეთი მცირე დრო. ბუდუ ზივზივაძის თქმით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფრანგი სპეციალისტის, ვილი სანიოლის გადაწყვეტილება მის პოლიტიკურ შეხედულებებთან კავშირში არ ყოფილა:


"საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვიღაც რომ პოლიტიკის გამო იჩაგრებოდეს არის გამორიცხული. თუ ვიღაც არასაფეხბურთო რაღაცის გამო მსჯის, მაშინ მე რატო უნდა ვიყო იმ ნაკრების წევრი – ეს ხომ აბსურდია. მაშინ ფეხბურთს რატომ ვუყურებთ? ფეხბურთს არ უნდა უყურებდეთ, თუ იმის გჯერათ რომ თამაშები კეთდება…


თუ ფიქრობენ, რომ მე დასჯილი ვიყავი ევროპის ჩემპიონატზე შეხედულებების ან პოლიტიკის გამო, მაშინ საქართველოს ნაკრებს აღარ უგულშემატკივრონ. თუ ფიქრობენ, რომ საქართველოს ნაკრებში ასე ხდება. პირიქით, ყველაფერი ჯანსაღია, ჯანსაღი კონკურენციაა. იმ მომენტში მწვთნელმა ისე გადაწყვიტა, რომ გიორგის უნდა ეთამაშა და შედეგიც იყო – ადამიანი გახდა ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი და გვიყვარს ჩვენი ბომბარდირი" - განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ "GEO TEAM"- თან საუბრისას.











0
760
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
760