x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139069
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
დედა და მისი ავადმყოფი ქალიშვილი მანქანაში 18 კატასთან ერთად ცხოვრობდნენ
imageგაჩერებული მინივენიდან 18 კატა გამოიყვანეს - მანქანა დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო მოსკოვში, იაროსლავსკოეს გზატკეცილზე დიდ მაღაზიასთან. ჰიპერმარკეტის დაცვის ინფორმაციით, იქ ცხოვრობდა ქალი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთან ერთად. 4 ოქტომბერს გოგონა დაკრძალეს, დედა კი გამოკვლევისთვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაგზავნეს.


რა დაემართა ამ ოჯახს? რატომ დარჩა მძიმე ავადმყოფობის მქონე ბავშვი სამედიცინო დახმარების გარეშე?


როდესაც მოსკოველმა ანა ტარაკანოვამ ადგილობრივი ჩატი გახსნა, თვალებს არ დაუჯერა. მისთვის კარგად ნაცნობ ჰიპერმარკეტთან იდგა შელახული მინივენი, რომლის ჩამოწეული ფანჯრებიდან კატებს ენები გამოეყოთ და წვიმის წყლის დალევას ცდილობდნენ. ჯგუფში გამოქვენებულ ვიდეოში აშკარად ისმოდა კატების კნავილი.


მეორე დილით ანას ქმარი ავტოსადგომზე წავიდა. მან ვიდეოში ნანახი ავტომობილი სწრაფად იპოვა . იქ საშინელი სანახაობა დახვდა. მანქანაში გამომწყვდეული კატები სასოწარკვეთილი კნაოდნენ. მანქანას რომ მივუახლოვდა უკვე საშინელი სუნი იგრძნობოდა. ცხოველებს თათები ოდნავ გაღებულ ფანჯარაში ჰქონდათ გამოყოფილი, ცდილობდნენ გადმოსვლას, მაგრამ ღრიჭო ძალიან ვიწრო იყო.


image

- ვოლოდია დარწმუნებული იყო, რომ მანქანა ჩაკეტილი იყო. კარი მექანიკურად გამოაღო და გაიღო. ანუ მინივენი ჩაკეტილიც კი არ იყო, - უკვირს ანას.


16 ზრდასრული კატის გარდა, მანქანაში ორი კნუტი იმყოფებოდა, რომლებიც სწორედ იქ დაიბადნენ და დედა კატა კვლავ კვებადა მათ. მანქანის სავარძლები და იატაკი კატის განავლით იყო მოფენილი. მაგრამ არამარტო კატების, არამედ ოჯახიც, რომელიც ადრე იქ ცხოვრობდა, მანქანაში იკმაყოფილებდა ბუნებრივ მოთხოვნილებას. ამას მოწმობდა ხუთი ხუთლიტრიანი ბალონი, დამახასიათებელი სითხით და ადამიანის განავლით. სალონში იყო ბალიშები, დამტენები ძვირადღირებული ტელეფონებისთვის და ტკბილეული.

დაცვამ ანას უთხრა, რომ მანქანაში დიაბეტით დაავადებული ქალი და ბავშვი ცხოვრობდნენ. გოგონა ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, ის 4 ოქტომბერს დაკრძალეს, ქალი კი დიაგნოსტიკისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.


მანქანას ბელორუსული ნომრები ჰქონდა. მიუხედავად ერთი შეხედვით მთლიანობისა, აშკარა იყო რომ მანქანა დიდი ხანია ადგილიდან არ დაძრულა .ძრავი ამოღებული იყო და ასფალტზე ჩამოვარდნილი მაყუჩი ეგდო.


- არ ვიცი, იქნებ ქალბატონმა გაყიდა ძრავა ბავშვის გამოსაკვებად. ან სარემონტოდ წაიღო, რის გამოც ამდენ ხანს იდგა ავტოსადგომზე, - ივარაუდა ანამ.


მანქანის მფლობელისა და მისი შვილის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. როგორც გამოცემა MK-მ გაარკვია, ქალბატონს ანასტასია ერქვა, 2024 წლის აპრილში ის მანქანით მოგზაურობდა და მეგობრების თქმით, მანქანიდან დისტანციურად მუშაობდა და ავადმყოფი ქალიშვილი თან ჰყავდა.


შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს. ამოწმებენ საბუთებს.ჯერ ზუსტად არ არის ცნობილი სად არის ახლა დედა და მართლა გარდაიცვალა თუ არა მისი ქალიშვილი.

0
98
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0