x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139080
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
აშშ-ში ორი გოგონა გამოაგდეს თვითმფრინავიდან იმის გამო, რომ ზედმეტად მოკლე ტოპები ეცვათ
imageტრეველ- ბლოგერი ტერეზა და მისი მეგობარი ჩასხდნენ ავიაკომპანია Spirit Airlines-ის რეისზე, რომელიც ლოს-ანჯელესიდან ნიუ ორლეანში მიფრინავდა. გოგოებს შარვლები, ნაქსოვი კარდიგანები და ტოპები ეცვათ, მაგრამ სალონში დასცათ და კარდიგანები(უსახელო ჟაკეტი) გაიხადეს. რამდენიმე წუთის შემდეგ მათ ბორტგამცილებელები მიუახლოვდნენ და სხეულის შიშველი ნაწილების დაფარვა სთხოვეს. მეგობრები დაინტერესდნენ, თუ რა წესი დაარღვიეს, რამაც სკანდალი გამოიწვია.


სხვა მგზავრები ცდილობდნენ გოგოების მხარდაჭერას, მაგრამ მკაცრი გაფრთხილება მიიღეს. შედეგად, ერთ-ერთმა ბორტგამცილებელმა მგზავრები თვითმფრინავიდან გამოაგდო. მათ მოუწიათ დამატებით ათასი დოლარი სხვა ავიაკომპანიის ბილეთების შესაძენად.



როდესაც გოგონები ნიუ ორლეანში გაფრინდნენ, მათ შეისწავლეს Spirit Airlines-ის ჩაცმულობის დრეს-კოდი და გაიგეს, რომ არაფერი დაურღვევიათ. მომხდართან დაკავშირებით ისინი ავიაკომპანიას დაუკავშირდნენ, მაგრამ პასუხი არ მიიღეს.


"ძალიან სასიამოვნო არ არის, რომ გამოგარჩიეს იმიტომ, რომ ქალი ხარ და საკუთარი თავის ასე გამოხატვა გსურს. თვითმფრინავში სხვა ადამიანები იყვნენ ტოპებითა და სპორტული ბიუსტჰალტერებით, მაგრამ იმათ მხოლოდ ჩვენ გამოგვარჩიეს“, - აღნიშნა ტერეზა.



ინციდენტის ვიდეო ნახეთ ამ ბმულზე


მსგავს თემაზე იხილეთ:

თვითმფრინავის გადაუდებელი დაშვებისა და ფრენის გაუქმების ყველაზე სასაცილო შემთხვევები

0
416
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
416
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0