x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვაიმეე, გადავირიე, თვალზე ცრემლი მამადგა ბიჭო"- ვის მიმართავს გიორგი ფოფხაძე

image


საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებულ "გორბის" კვლევას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და მმართველ გუნდს მიმართავს:


"ქართული ოცნება ვაიმეე, რა თავმდაბლები ხართ გადავირიე.. არა და ხომ შეგეძლოთ 99, 99% დაგეწერათ მარაა, ასე არ ჯობია?.. თავმდაბლურად და ნაირიანათ 59, 5%..


თვალზე ცრემლი მამადგა ბიჭო.. ჩემი გულიანები.."- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს აიღებდა.

კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? შედეგები ასე გადანაწილდა:


  • „ქართული ოცნება“ – 59.5%


  • „ნაციონალურ მოძრაობას“ გაერთიანებულ პარტიებთან ერთად აქვს – 13.6%


  • გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძის გაერთიანებას – 10.3%


  • ხაზარაძის გაერთიანებას – 4.5%


  • გიორგი გახარია პარტიას – 3.8%


  • იაგო ხვიჩიას „გირჩს“ – 2.7%


  • პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფოს – 2.5%


  • სხვა პარტიები – 3 .1%


ამ მონაცემებით, 5%-იან ბარიერს მხოლოდ სამი პარტია ლახავს. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით 18 სექტემბრიდან 30 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა 1700 ადამიანი. ცდომილება +/- 3%-ია.







0
169
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
169