x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
საუკუნის ყველაზე ძლიერი ქარიშხალი "მილტონი" ამერიკის შეერთებულ შტატებს უახლოვდება
image

როგორც კი სიძლიერით სიაში მესამე ადგილზე მყოფმა ქარიშხალმა "ჰელენმა" შეერთებულ შტატებს გადაუარა, სინოპტიკოსებმა კიდევ უფრო ძლიერი საფრთხის შესახებ გააკეთეს განცხადება. შეერთებულ შტატებს უახლოვდება ქარიშხალი "მილტონი", რომელიც, როგორც ჩანს, ამერიკელებისთვის ბოლო წლების მთავარი სტიქიური უბედურება გახდება. მოსალოდნელი სტიქიის მასშტაბის შეფასებისას, ამინდის სინოპტიკოსს ტელევიზიაში ცრემლები წამოუვიდა.



"მილტონს" მიენიჭა ქარიშხლის მასშტაბის უმაღლესი, მეხუთე კატეგორია. ოთხშაბათს დილით ქარიშხალი ფლორიდას, სამხრეთ კაროლინასა და მეზობელ შტატებს თავს დაატყდება. განსაკუთრებული საფრთხის ზონაში ექვსი მილიონი ადამიანია.




საუბრისას, თუ რა ელის შეერთებულ შტატებს, ცნობილმა მეტეოროლოგმა ჯონ მორალესმა ცრემლები ვერ შეიკავა NBC6-ის პირდაპირ ეთერში და თქვა: "ჩვენთან წარმოუდგენელი ქარიშხალი მოდის... ეს უბრალოდ საშინელებაა."




მორალესის კოლეგამ, ABC-ის ამინდის სინოპტიკოსმა დევიდ ჰარტმანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „სამწუხაროდ, ფლორიდის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე საშინელი სტიქიური უბედურება ახლოვდება“.




ხოლო კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ გამოაქვეყნა სასოწარკვეთილი პოსტი: ”მე მოვუწოდებ ყველას, ევაკუაცია მოახდინოს სანაპირო ზონებიდან. ეს იქნება კატასტროფული დარტყმა“.




ფლორიდის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სტიქიის ეპიცენტრი იქნება ყურის სანაპიროზე მდებარე ქალაქი ტამპა, სადაც 400 000 ადამიანი ცხოვრობს. სხვა ქვეყნებმ ს თავიანთი მოქალაქეების სასწრაფო ევაკუაცია დაიწყეს მაგალითად, Cayman Airways-მა მოაწყო საევაკუაციო ფრენა კაიმანის კუნძულებიდან (ბრიტანეთის საზღვარგარეთული ტერიტორია კარიბის ზღვის აუზში) სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობდნენ ტამპაში.



ქალაქიდან გამოსული ყველა თვითმფრინავის ბილეთი გაყიდულია, გაზი ამოიწურა: ამერიკელები მასობრივად გარბიან ტამპადან. მათთვის, ვინც ვერ დატოვებს ქალაქს, ადგილობრივი ბეისბოლის სტადიონი თავშესაფრად გადაკეთდა.



სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტი, რომ სექტემბრის ბოლოს ამერიკაში მძვინვარებდა ქარიშხალი "ჰელენი", რომელმაც სულ მცირე 232 ადამიანი იმსხვერპლა - ეს მხოლოდ რაც იდენტიფიცირებულია. ჩრდილოეთ კაროლინაში წყალდიდობის შედეგად კიდევ ორასამდე ადამიანი გაუჩინარდა. რამდენიმე შტატში 700 000-მა ადამიანს არ ქონდა ელექტროენერგია (და ის ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი). ნგრევა საშინლად გამოიყურება.



ქარიშხალი აშშ-ს საპრეზიდენტო კამპანიის ახალ ფაქტორად იქცა. დონალდ ტრამპი აკრიტიკებს ბაიდენის ადმინისტრაციას მსხვერპლთათვის არასაკმარისი დახმარებისა და სხვა ქვეყნებისთვის მილიარდების განაწილებისთვის. კამალა ჰარისი უბრალოდ გაჩუმდა ჟურნალისტების კითხვაზე ამის შესახებ, რამაც გამოიწვია თავდასხმების აურზაური.



შეთქმულების თეორეტიკოსებმა შექმნეს თეორია: „დემოკრატებმა გამოიყენეს კლიმატური იარაღი“, რათა დაზარალებულ შტატებში ხმის მიცემა რთული იყოს და ტრამპმა იქ ვერ გაიმარჯვოს.

0
51
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0