x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
ყველაზე სკანდალური წყვილი კანიე უესტი და ბიანკა ცენსორი ერთმანეთს დაშორდნენ
image

TMZ: კანიე უესტი და ბიანკა ცენსორი დაშორდნენ და განქორწინების ზღვარზე არიან.



ამერიკელი რეპერი კანიე ვესტი და მისი მეუღლე ბიანკა ცენსორი დაშორდნენ და განქორწინებისთვის ემზადებიან. ამის შესახებ TMZ წერს.


წყაროების ცნობით, წყვილმა ახლობლებს განშორების შესახებ რამდენიმე კვირის წინ აცნობეს, რის შემდეგაც მუსიკოსი მეუღლემ ავსტრალიაში წასვლა გადაწყვიტა ოჯახთან ერთად დროის გასატარებლად.



ცოლ-ქმრის გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია. პორტალს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განუცხად, რომ რეპერმა გარშემომყოფებს უთხრა, რომ აპირებდა ტოკიოში გადასვლას და განქორწინებას.


მანამდე კანიე უესტმა და მისმა მეუღლემ ურთიერთობაში არსებული პრობლემების შესახებ ჭორები გააჩინეს. აღინიშნა, რომ ერთად ცნობილი წყვილი ბოლოს 20 სექტემბერს, იაპონიაში ნახეს.


ბოლო პერიოდის ყველაზე სკანდალური წყვილი, რომლებმაც არაორდინალური გამოხტომებით მთელს მსოფლიოს დაამახსოვრა თავი, 2023 წელს დაქორწინდა, პირველ რიგში რა თქმა უნდა ბიანკა ცენსორის საზოგადოებაში მიუღებელი ჩაცმულობით, რის გამოც რამდენიმე სახელმწიფომ წყვილს ქვეყანაში ვიზიტი აუკრძალა.


კანიე უესტის მხრიდან ასე ცოლის ქუჩაში გაშვება საზოგადოებაში ბევრ კითხვებს აჩენდა, მაგალითად ინტერნეტმომხმარებლები დარწმუნებული იყვნენ, რომ კანიემ უბრალოდ იყიდა ბიანკა და ახლა საკუთარ წესებს უწესებდა .


ბიანკას ოჯახი უკიდურესად უკმაყოფილო იყო მისი ქორწინებით და ქცევით. ცენზორის ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ თქვა, რომ მამამისს „სურს კანიესთან შეხვედრა და სერიოზული საუბარი, ჰკითხოს: რა ჯანდაბაზე ფიქრობს, როცა ცოლი ტროფეის პონივით გამოფენეილი ჰყავს?! რას იზამდა, თუ მისი ქალიშვილები თითქმის შიშველი დაიწყებდნენ სიარულს?


კენიე უესტი მანამდე დაქორწინებული იყო რეალიტი-შოუს ვარსკვლავზე კიმ კარდაშიანზე, წყვილი 2012 წლიდან ხვდებოდა ერთმანეთს, 2013 წელს ოფიციალურად დაქორწინდნენ, ხოლო 2021 წელს გაშორდნენ.წყვილს ოთხი შვილი შეეძინა ორ-ორი ქალ-ვაჟი.

0
209
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0