საზოგადოება ყველაზე უცნაური რა გინახავთ მგზავრობისას? 22 ოქტომბერი, 11:27 სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.
ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. თუმცაღა, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ჯდებიან პოპულარობის ჩარჩოებში. ზოგი მართლაც რომ ექცევა პოპულარობის ჩარჩოში, თუმცა სულ სხვა რაკურსით. მოგზაურობა შეიძლება იყოს როგორც სასიამოვნო, ასევე სრულიად უცნაური. უბრალოდ, არასოდეს იცი რა გზით წავა ის! მიდიხარ აეროპორტში, რათა დაგეგმილი შვებულება ამ გზით გამოიყენო ან უბრალოდ გიწევს მეტროთი გადაადგილება ქალაქის ცენტრში. ნებისმიერ ტრანსპორტში, სანახავი ბევრია! თითქოს ხალხი მაინცდამაინც საჯარო ადგილებში ახდენს საკუთარი უცნაურობების გამოვლენას, თუმცა ამას დადებითი მხარეც აქვს, ჩვენ ვხალისობთ. ასე, მოგზაურობა უფრო სახალისო ხდება და არასოდეს იცი წინასწარ, რა მხიარულებას თუ უცნაურობას გადაეყრები. დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ სწორედ ასეთ კრებულს, მხიარულებას საზოგადოებრივი ტრანსპორტებიდან. ყველაზე უცნაური რა გინახავთ მგზავრობისას?1068 3-ს მოსწონს
|