საზოგადოება „მამა გაგრაში დაიღუპა, მე და ჩემი სამი და დედამ მარტომ გაგვზარდა“ - ნანუკა ქაჯაია 5 ოქტომბერი, 22:03 . ტელეჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია გაგრაში დაღუპულ მამაზე სოციალურ ქსელში წერს და რელიქვიად ქცეულ ფოტოს აქვეყნებს. „როცა მამაჩემი გაგრის დაცემის დღეს, 2 ოქტომბერს მოკლული ნახეს, ჯიბეში პასპორტი უპოვეს, სადაც ეს ფოტო ედო. პ.ს. ფოტოზე ალბათ მიცანით“, – წერს ნანუკა.
.
ჟურნალისტის ოჯახმა მძიმე დღეები და წლები გაიარა. დედამ სამი შვილი დევნილობაში გაზარდა. ამის შესახებ ნანუკა „სარკესთან“ საუბრობს:
. ვფიქრობ, რთული პერიოდის მიუხედავად, დედამ შეძლო, რომ უდარდელი და ბედნიერი ბავშვობა გვქონოდა სიყვარულსა და ბევრ სითბოში. სხვადასხვა წრეზე დავყავდით – სამსახიობოზე, ცეკვაზე, მუსიკაზე. სიმღერა საერთოდ არ გამომდის, მაგრამ მაინც ვმღერი… დედა არის ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი და დიდი გულშემატკივარი. რჩევებს მაძლევს გარეგნობის თაობაზეც. მაგალითად, ყოველ დილით მთხოვს, წავისვა წითელი ტუჩსაცხი და გავიშალო თმა. – რა არის თქვენთვის ადამიანებთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანი? – ძალიან ერთგული და სამართლიანი ვარ. არ მიყვარს ტყუილზე აგებული ურთიერთობები. მეგობრისთვის კი შემიძლია, შეუძლებელი გავაკეთო. ამიტომ მგონია, კარგი მეგობარი ვარ, თუმცა დროის დეფიციტს განვიცდი. . ნანუკა ქაჯაია რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა ტელესივრცეში და ახლა ნახავთ ყველგან, სადაც ცხელ-ცხელი ამბები ტრიალებს. კვირაში 5 დღე სამსახურითა და რესპონდენტებით ცხოვრობს. განსაკუთრებით მოსწონს, როცა მოვლენების შუაგულში უწევს ყოფნა და ყველაფერი მის თვალწინ ხდება. თავის საქმიან და პირად ცხოვრებაზე ნანუკა “სარკესთან” ყვება. – ნანუკა, მაყურებელი უკვე კარგად გიცნობთ თქვენი რეპორტაჟებით. გაიხსენეთ, როდის და როგორ გახდით ტელეჟურნალისტი. – 31 წლის ვარ და აქედან 10 წელია, რაც ჟურნალისტი ვარ. თავდაპირველად ტელეკომპანია “იმედში” დავიწყე მუშაობა. სხვათა შორის, სტაჟირებაზე ნოდარ მელაძის რეკომენდაციით ამიყვანეს. პირველივე დღეს მკითხა პროდიუსერმა, გადაღებაზე წავიდოდი თუ არა. ცხადია, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გამიშვია. იმ დღეს ექვს გადაღებაზე ვიყავი. მთელი კვირა ამ რეჟიმში ვმუშაობდი. კვირის ბოლოს კი საინფორმაციოს უფროსმა, მათე კირვალიძემ, დამიძახა. არასდროს დამავიწყდება, როგორი შეშინებული შევედი მის კაბინეტში. მეგონა, რაღაც გავაფუჭე. მითხრა, მაინტერესებს, ვინ ხარ, სულ შენი გვარი მიწერია ე.წ. ვიორსტკაშიო და მომცა შესაძლებლობა, პირველივე კვირას გამეკეთებინა პირველი სიუჟეტი. ეს ეხებოდა სეზონურ ინფექციებს. მესამე წელს ითვლის, რაც “ტვ პირველში” ვმუშაობ. – რა შეცვალა თქვენი ცხოვრების წესში ამ პროფესიამ? – ეს არის პროფესია, რომელიც შენგან მაქსიმუმს მოითხოვს, ამიტომ კვირაში 5 დღე სამსახურით – რესპონდენტებით და მათთან კომუნიკაციით ვცხოვრობ. თან, როცა პასუხისმგებლობის გრძნობა ისე ჭარბად გაქვს, როგორც მე, სხვანაირად არ გამოდის. – რა მოგცათ ამ პროფესიამ? – ადამიანები, ადამიანები და ადამიანები! არაფერი მაბედნიერებს ისე, როგორც მაყურებლის აზრი, მათი გამოხატული სითბო, მხარდაჭერა, გამხნევება. აი, მაგალითად, გადაღებაზე ხშირად სრულიად უცნობი ადამიანები მოდიან და იმდენ დადებით ემოციას მაძლევენ, რომ ყველაფერი მავიწყდება – დაღლაც, სიცივეც, ყინვაც. ვფიქრობ, მაყურებელს ძალიან განებივრებული ვყავარ და ამ ყველაფრით უბედნიერესი ვარ. იცით, რა მახარებს ყველაზე მეტად? ჩემი იმედი აქვთ, რომ გვერდით დავუდგები და პრობლემების გადაჭრაში დავეხმარები. რა უნდა იყოს იმაზე კარგი შეგრძნება, როცა გენდობიან და შენი სჯერათ. უცნაური ზარებიც არის. აი, მაგალითად, დამირეკა ერთმა ქალმა, კარგი შვილი მყავს და რძლად მომწონხარო. მეორემ ადიგენიდან ჭაჭა ჩამომიტანა და დამპირდა, შემდეგ ჩამოსვლაზე კარტოფილი უნდა მოგიტანოო. ღვინოც კი მოუტანიათ კლინიკა “ვივამედთან”. ზოგი პოლიტიკაში წასვლასაც მთხოვს. – რომელ თემებზე მუშაობაა თქვენთვის უფრო საინტერესო? – წელიწადი და 3 თვეა, მესამე პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ვაშუქებ, სადაც სააკაშვილი იყო, ყველგან ვიყავი. დავიწყე რუსთავის ციხით, გავაგრძელე გლდანით, მერე იყო გორის ჰოსპიტალი და ახლა ვარ კლინიკა “ვივამედთან”. ვიცი, რომ მთელი ეს პერიოდი მაყურებელს ვუყვები ამბებს, რომლებიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერება. არც ერთ სიტყვას არ ვაჭარბებ და მაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი მაყურებლები პირველები იგებენ, რაც სააკაშვილის გარშემო ხდება. – როგორ იწყება თქვენი დღე? – ჩემი დილა ადრე იწყება. 8-ის ნახევარზე ვიღვიძებ და მივდივარ ტელეკომპანიაში, რომ მოვწესრიგდე, თმა, მაკიაჟი გავიკეთო. მერე უკვე მთელი დღე ქუჩაში მიწევს ყოფნა. სულ ვამბობ, რომ რეპორტიორობა ჟურნალისტისთვის ყველაზე ცოცხალი ნაწილია. მომწონს, როცა მოვლენების შუაგულში ვარ და ამბები ჩემ გარშემო ხდება. – რომ არა ტელევიზია, სად იქნებოდით? – ვიქნებოდი ადვოკატი. თან მგონია, რომ კარგად გამომივიდოდა, აი, ისეთი, პროკურორებისთვის თავის ტკივილი რომ არიან. – ბავშვობისდროინდელი ოცნება თუ გაქვთ, რომელიც ვერ აისრულეთ? – სხვათა შორის, ბავშვობაში მსახიობობაზე ვოცნებობდი, კინოში გადაღება მინდოდა. ალბათ ეს მხოლოდ ბავშვური ოცნება იყო, თორემ ძირითადად, რაც ძალიან მინდა, ყოველთვის ვაკეთებ. – აქვე გვითხარით, როგორი ბავშვობა გქონდათ. – თბილისში ვიზრდებოდი, მაგრამ ჩვენ გაგრიდან ვართ. მამაჩემი იქ დაიღუპა. მე და ჩემი ორი და დედამ, მადონა ცომაიამ, მარტო გაგვზარდა. ვფიქრობ, რთული პერიოდის მიუხედავად, დედამ შეძლო, რომ უდარდელი და ბედნიერი ბავშვობა გვქონოდა სიყვარულსა და ბევრ სითბოში. სხვადასხვა წრეზე დავყავდით – სამსახიობოზე, ცეკვაზე, მუსიკაზე. სიმღერა საერთოდ არ გამომდის, მაგრამ მაინც ვმღერი. რაც შეეხება დასვენებას, ზამთრის პერიოდში ეს იყო ბაკურიანი. მთელი დღე შემეძლო მესრიალა და არაფერი მახსოვდა. სხვათა შორის, ბავშვობაში ერთ-ერთი დაშვება კოხტაგორიდან მოტეხილობით დავასრულე. ზაფხულში ჯერ ზღვაზე ვისვენებდით და შემდეგ მთაში. სურამში დედას აუცილებლად ერთი თვით მივყავდით და მე და ჩემი დები სულ ვაპროტესტებდით. დედა არის ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი და დიდი გულშემატკივარი. რჩევებს მაძლევს გარეგნობის თაობაზეც. მაგალითად, ყოველ დილით მთხოვს, წავისვა წითელი ტუჩსაცხი და გავიშალო თმა. – რა არის თქვენთვის ადამიანებთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანი? – ძალიან ერთგული და სამართლიანი ვარ. არ მიყვარს ტყუილზე აგებული ურთიერთობები. მეგობრისთვის კი შემიძლია, შეუძლებელი გავაკეთო. ამიტომ მგონია, კარგი მეგობარი ვარ, თუმცა დროის დეფიციტს განვიცდი. – როგორ ფიქრობთ, ბედნიერებისთვის რა არის საჭირო? – ამ შემთხვევაში სტანდარტული პასუხი არ მაქვს. პირველ რიგში, ბედნიერებისთვის საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნაა საჭირო. – თქვენი, როგორც ახალგაზრდა ქალის, გულის მოგება მარტივია? ვგულისხმობ საპირისპირო სქესს. – არც ისე მარტივია. ჩემი გულის მოგება შეუძლია მას, ვინც არის ერთგული, ყურადღებიანი და მზრუნველი. ასევე უნდა იყოს საინტერესო, ჭკვიანი, მხიარული, კარგი იუმორის გრძნობით. ადრე ქერა ბიჭები მომწონდა, ახლა პირიქით, შავგვრემნები უფრო მომწონს. – რომელი თვისება მოგწონთ საკუთარ თავში და რომელი – არა? – სამართლიანი, ერთგული და შრომისმოყვარე ვარ, მაგრამ ჩემი ფეთქებადი ხასიათი არ მომწონს. – ჟურნალისტისთვის მიზნის მისაღწევად რა არის საჭირო? – შრომა, ბევრი შრომა და ასევე ცნობისმოყვარეობა. – გასული წელი რითი იყო გამორჩეული თქვენთვის? – რამდენიმე თვეა, რაც მარტო გადავედი საცხოვრებლად, ამიტომ ახალ წელს ახალ სახლში შევხვდით. 414 1-ს მოსწონს
|