x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138390
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
უკრაინაში, ჩხრეკის დროს, ჩინოვნიკი საწოლზე იწვა და ამოღებულ მილიონებს ეფერებოდა(ვიდეო)
image


უკრაინაში, ჩხრეკის დროს, ჩინოვნიკი საწოლზე ჩამორთმეული დოლარის შეკვრებს მიუწვა და ეფერებოდა. ფოტო და ვიდეო მასალა უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა.



დეპარტამენტმა გამოავლინა სამედიცინო და სოციალური ექსპერტთა კომისიის ხელმძღვანელი და მისი ვაჟი, რომელიც ხმელნიცკის ოლქში ხელმძღვანელობდა საპენსიო ფონდის რეგიონალურ ადმინისტრაციას.


ოჯახი ეჭვმიტანილი არის უკლონისტების ხარჯზე უკანონო გამდიდრებაში. ქალის კაბინეტში აღმოაჩინეს ყალბი სამედიცინო დოკუმენტები, ასევე ფიქტიური დიაგნოზის მქონე უკრაინელების სიები.



ჩხრეკისას სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა ეჭვმიტანილთა სახლებში თითქმის ექვსი მილიონი დოლარი იპოვეს. დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს საწოლზე მწოლიარე თანამდებობის პირი, რომელიც ჩამორთმეულ მილიონებს ეფერება.


გამოძიების დროს ქალი ცდილობდა ფულის ნაწილის მოშორებას. ფანჯრიდან გადააგდო ორი ჩანთა, რომელშიც 500 000 დოლარი იდო.


დაკავებულებს ძვირფასეულობაც აღმოუჩინეს. გარდა ამისა, მათ აქვთ 30 ერთეული უძრავი ქონება უკრაინაში, ცხრა მანქანა, სასტუმრო და სარესტორნო კომპლექსი ხმელნიცკიში, უძრავი ქონება ავსტრიაში, ესპანეთსა და თურქეთში და 2, 3 მილიონი აშშ დოლარი უცხოურ ანგარიშებზე.


სექტემბრის შუა რიცხვებში, ვოლინის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ყოფილ მოადგილეს წაუყენეს ბრალდება, რომელსაც მამაკაცები ვოლონტიორების საფარქვეშ ქვეყნიდან გაყავდა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გარიგების ორგანიზებაში მონაწილეობდა ვოლინის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე. მან ჩამოაყალიბა სქემა, რა დროსაც უკლონისტებს, რომლებიც ომს თავს არიდებდნენ, მძღოლებად აფორმებდა -საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ტვირთის გადამტანების საფარქვეშ. ბრალდებული მომსახურებისთვის 5 ათას დოლარს იღებდა.

0
672
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
672
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0