მუსიკა ნოსტალგია-ჯო დასენი -5 საუკეთესო სიმღერა 5 ოქტომბერი, 16:23
დღეს გავიხსენებთ ამერიკაში დაბადებულ ფრანგი პოპ-მომღერლის და სიმღერების ავტორს ჯო დასენს, თავისი თექვსმეტწლიანი კარიერის განმავლობაში (1964-1980) მან მიაღწია უდიდეს წარმატებას საფრანგეთში და ფრანგულენოვან ქვეყნებში, ასევე მღეროდა ფრანგულის გარდა სხვა ენებზეც. ამის გარდა პოპულარობა მოიპოვა საბჭოთა კავშირში, ფინეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში. მთლიანობაში, მან ჩაწერა 250-მდე სიმღერა და გაყიდა თითქმის 25 მილიონი ჩანაწერი მთელს მსოფლიოში.(ზოგიერთი წყაროთი 50მლნ.) ის იყო ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორის ჟიულ დასენის ვაჟი.
ადრეული 1970-იანი წლებიდან მოყოლებული დასენის სიმღერები უკვე საფრანგეთში ჰიტებად იქცა. ის სიმღერებს, ფრანგულისა და ინგლისურის გარდა, ასევე გერმანულად, ესპანურად, იტალიურად და ბერძნულად წერდა. კანში გამართულ კონცერტზე, 1980 წლის 18 ივლისს, დასენი კონცერტის დროს სცენაზე ცუდად გახდა მომღერალმა ფერი დაკარგა მიკროფონს ჩაებღაუჭა, წყვეტს სიმღერას და ამბობს: "ბოდიში, თავს კარგად არ ვგრძნობ!" შეშფოთებული მაყურებელი ჩუმდება, ჯო ბარბაცით უჩინარდება კულისებში, სადაც მას ინექციას უკეთებენ. რამდენიმე წუთის შემდეგ, დასენი ბრუნდება სცენაზე; მიკროფონთან მიდის და ამბობს: „ხალხი მოვიდა ჩემს მოსასმენად, მე მათთვის უნდა ვიმღერო“. გაოგნებული და მადლიერი მაყურებელი მას მქუხარე ოვაციებით აჯილდოვებს, მაგრამ რამდენიმე წამში, ტაშის ფონზე, დასენი პირდაპის სცენაზე გონებას კარგავს . იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა მიოკარდიუმის ინფარქტი დაუდგინეს. დასენი წვება ნეილის ამერიკულ საავადმყოფოში. 26 ივლისს მომღერალმა თავის ახალ მეგობარ ნატალისთან ერთად, ტაიტიზე გამგზავრება გაადაწყვიტა დასვენების და გამოჯანმრთელების მიზნით. ლოს-ანჯელესიდან, პარიზსა და პაპეეტეს შორის თვითმფრინავის ტრანზიტული დაშვებისას, მას მორიგი გულის შეტევა ემართება. ჯო ტაიტიზე სრულიად გულგატეხილი და დეპრესიული ჩავიდა. მომღერლის მხარდასაჭერად მისთვის ძვირფასი ადამიანები აკითხავდნენ; დედა, ბეატრის ლონერ-დასენი, ორივე ვაჟი და კლოდ ლემელი. ჯო ცდილობს დაივიწყოს თავისი პრობლემები, მაგრამ მან მხოლოდ მცირე ხნით შეძლო დასვენება საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. პაპეეტეში, 1980 წლის 20 აგვისტოს, რესტორან Chez Michel et Eliane-ში ის უგონოდ დაეცა. ეს იყო მესამე გულის შეტევა იმ ზაფხულს.მომღერალი ადგილზე გარდაიცვალა.ჯო დასენი მხოლოდ 42 წლის იყო. ჯო დასენი საფრანგეთზე არანაკლებ პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში.დღეს შემოგთავაზებთ ტოპ 5 სიმღერას, რომელიც ვფიქრობ ესიამოვნება უფროს(და არა მარტო) თაობას. 85 2-ს მოსწონს
|