x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
რატომ აკვნეტს დედა კატა კნუტებს ულვაშებს? – საინტერესო ფაქტი კატების შესახებ

კატები – საოცარი არსებები არიან, რომელთა ქცევა, ზოგჯერ, გამოცდილ მფლობელებსაც კი, საგონებელში აგდებს. ერთ–ერთი ასეთი გამოცანა – დედა კატის მიერ, კნუტებისთვის ულვაშების მოკვნეტაა. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება, სასტიკად, ან თუნდაც, საზიანოდ მოგეჩვენოთ, თუმცა ამ უცნაური ქცევის მიღმა, ღრმა დედობრივი ინსტინქტი და შთამომავლობაზე ზრუნვა იმალება.

ქვემოთ სწორედ ამ საკითხზე გვექნება საუბარი:


image


რას წარმოადგენს კატისთვის ულვაში?


ვიდრე ცხოველის ამ ქცევის მიზეზებს ჩავუღრმავდებით, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რა არის კატისთვის ულვაში?

ულვაში ცხოველისთვის – მხოლოდ დეკორატიული ელემენტი არ არის. ის მგრძნობიარე, გრძელი, ხისტი ბეწვია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კატების ცხოვრებაში. ასეთი სენსორები მათ მხოლოდ ცხვირთან კი არა, თვალების ზემოთ და თათებზეც კი აქვთ. ისინი ღრმად არიან ჩამჯდარი კანში და დაკავშირებულია ნერვულ დაბოლოებებთან, რაც ამ ორგანოს წარმოუდგენლად მგრძნობიარეს ხდის.


კატისთვის, ულვაშის ფუნქცია მრავალფეროვანია:


ნავიგაცია სივრცეში;

გასაძვრომის განსაზღვრა;

ობიექტებამდე მანძილის შეფასება;

ჰაერის ნაკადების დაჭერა;

ემოციების გამოხატვა.


კნუტისთვის ულვაშების მოკვნეტის საჭიროება:


1. შთამომავლობის დაცვის ინსტინქტი. დედა კატა ყოველთვის ცდილობს თავისი კნუტების დაცვას. ულვაშის მოკვნეტაც დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარა ჯერ კიდევ უსინათლო და უმწეოა.

2. კნუტების მოძრაობის შეზღუდვა. ულვაშები კნუტებს, დახუჭული თვალების შემთხვევაშიც კი, ნავიგაციაში ეხმარება. ამიტომ, ულვაშების მოკვნეტით, დედა პატარებს, მათ ირგვლივ არსებული გარემოს შესწავლის უნარს, დროებით ზღუდავს. ეს მათ, უსაფრთხო "ბუდის" დატოვების საშუალებას არ აძლევს, ვიდრე ისინი, დამოუკიდებლად გადაადგილებისთვის, საკმარისად არ მოძლიერდებიან.

ულვაშის მოკვნეტა – დროებითი ღონისძიებაა, რომელსაც კნუტებისთვის, გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები არ აქვს. ისე როგორც ჩვეულებრივი ბეწვი, ულვაშებიც, დროთა განმავლობაში, იზრდება. ეს პროცესი ბუნებრივად და უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. როგორც კი, პატარები გაიზრდებიან და მოძლიერდებიან, მათი სივრცეში ნავიგაციის უნარი მთლიანად აღდგება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ულვაშის განახლების პროცესი კატებში, მთელი ცხოვრების მანძილზე ხდება. ზრდასრული ცხოველები, პერიოდულად კარგავენ ულვაშს და მას ახალი ანაცვლებს. ეს ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც დისკომფორტს არ უქმნის ცხოველს.


გაფრთხილება კატის მფლობელებისთვის:


მიუხედავად იმისა, რომ დედა კატა კნუტებს ულვაშებს აკვნეტს, მფლობელებს, ულვაშის მოჭრა, მკაცრად ეკრძალებათ. ამან, შეიძლება, ცხოველს სივრცეში ნავიგაციის უნარი შეაფერხოს და სტრესი გამოიწვიოს.


imageარხის სხვა სიახლეები:


* ყველაზე შავ–ბნელი დღე უახლეს ისტორიაში

* მარტივი ილუსტრაციები ჩვენი რეალობის შესახებ, რომელიც ნამდვილად დაგაფიქრებთ

* ფოტოები კარგი განწყობისთვის

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
320
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0