რელიგია ქრისტეს ხორცი და ღვთისმშობლის რძე – რელიკვიები, რომლის შესახებ, ცოტამ თუ იცის 8 ოქტომბერი, 8:49 დედამიწაზე პირველი ქალაქის გაჩენიდან, 12 000 წლის მანძილზე, კაცობრიობამ უამრავი არტეფაქტი დააგროვა. ისინი მუზეუმებში, კერძო კოლექციებსა, ეკლესიებში ინახება და ზოგიერთი, ჩვენი ცივილიზაციის თაყვანისცემის ობიექტიც არის. აქ ყველაზე უცნაურ არტეფაქტებს განვიხილავთ, რომელსაც აუხსნელი სასწაულები უკავშირდება და რომლებიც დღემდე, ქრისტიანულ რელიგიაში, რელიკვიებს წარმოადგენს. ქრისტეს ხორცი ქრისტიანობის ყველაზე უცნაური რელიკვია, პატარა იესოს წინადაცვეთას უკავშირდება. ქრისტეს ჭიპლართან ერთად, მისი ხორცის ნაწილი, მილიონობით ადამიანის თაყვანისცემის ობიექტი იყო და ის სასახლიდან – სასახლეში ინაცვლებდა. VIII საუკუნეში ის კარლოს I დიდის, ბიზანტიის დედოფალმა ირინემ აჩუქა. ხოლო მეფემ, ვატიკანს გადასცა. ასე აღმოჩნდა რელიკვია ევროპაში. იმავე პერიოდში, რომის პაპმა ლეო III ქრისტეს ხორცი ოქროს ჯვარში მოათავსა და ამ ჯვრით მეფის შვილებს ნათლავდა. XVI საუკუნეში რელიკვია მოიპარეს და მას შემდეგ, აღარავის უნახავს. ღვთისმშობლის რძე ერთი, მეტად უცნაური რელიკვია, ღვთისმშობლის სახელსაც უკავშირდება. ქრისტიანულ რელიგიურ ხელოვნებაში, უძველესი დროიდან, ხშირად გამოსახავენ "მადონას ჩვილით (მადონა ლიტა)", რომელზეც პატარა იესოს ძუძუთი კვებაა ასახული. მაგრამ, გადმოცემით, ამ სურათის გარდა, ჩვენამდე ღვთისმშობლის რძემაც მოაღწია. იერუსალიმის მახლობლად, ქ. ბეით-ლაჰმში V საუკუნიდან მოყოლებული, მღვიმეში ნაკვეთი ტაძარი არსებობს. ლეგენდის თანახმად, უდანაშაულოთა ხოცვა–ჟლეტის დროს, ეგვიპტეში მიმავალმა ღვთისმშობელმა, ჩვილ იესოსთან ერთად, თავი ამ გამოქვაბულს შეაფარა და როდესაც ჩვილისთვის რძე უნდა მიეცა, ერთი წვეთი, იატაკზე დაეცა... და მღვიმის მყისიერად გათეთრდა. მომლოცველები ამ ადგილს, უძველესი დროიდან სტუმრობენ. ხოლო, ადგილობრივი მღვდლები, გამოქვაბულის კირქვის თეთრ ფხვნილს ყიდიან, რომელსაც მორწმუნეები წყალში აზავებდნენ და სვამენ. როგორც ამბობენ, ფხვნილი უშვილობას კურნავს. P. S. ქრისტესთან დაკავშირებული 2 სიწმინდე საქართველოშიც მოხვდა, მაგრამ... I საუკუნეში, იუდეას პროვინციაში, სასიკვდილო განაჩენის გამოსატანად, რომის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო საჭირო. ამის შემდეგ, როგორც წესი, რომაელ ჯარისკაცებს განაჩენი სისრულეში მოჰყავდათ და სიკვდილით დასჯის ადგილს, თავადვე იცავდნენ. ლეგიონერები არა მხოლოდ ჯვარს აცვამდნენ დამნაშავეს, – არამედ იმ ქონებასაც ეუფლებოდნენ, რომელიც სიკვდილმისჯილს. იმ მომენტისთვის, თან ჰქონდა, მაგ., ფული, სამოსი და ა. შ. სახარების მიხედვით, ჯარისკაცებმა, რომლების ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, იმ ადგილს იცავდნენ, წილისყრით გადაწყვიტეს, თუ ვის შეხვდებოდა ქრისტეს კვართი. თუმცა, კვართის გარდა, ქრისტეს, ჯვარცმის დროს, ზედა სამოსიც (ფილონი) ჰქონდა და ის ტანსაცმლის განაწილების დროს, გადმოცემით, 4 ნაწილად გაყვეს. ასე, რომ, დღეს ქრისტიანულ სამყაროში, კიდევ 4 წმინდა რელიკვია არსებობს, რომელიც უშუალოდ, ქრისტეს სამოსს უკავშირდება. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* ყველაზე შავ–ბნელი დღე უახლეს ისტორიაში* მარტივი ილუსტრაციები ჩვენი რეალობის შესახებ, რომელიც ნამდვილად დაგაფიქრებთ* ფოტოები კარგი განწყობისთვის* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ420 3-ს მოსწონს
|