x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
რატომ გაწირა სტალინმა ყველაზე ცნობილი საბჭოთა სუპერჯაშუში რიხარდ ზორგე?
image

4 ოქტომბერს(1895 წელი) ბაქოში დაიბადა ყველაზე ცნობილი და ნაყოფიერი სუპერჯაშუში რიხარდ ზორგე, ცნობილი ფსევდონიმებით "რამზაი", "ინსორი" და "ზონტერი" რომელიც წინასწარ წარმოუდგენელი სიზუსტით აწვდიდა საბჭოთა მხარეს ინფორმაციას, მის შესახებ ამერიკელი გენერალი ჩარლზ უილობი თავის წიგნში წერდა: "ბრწყინვალე, მახვილგონიერი მზვერავის, ზორგეს ჯგუფი ჭეშმარიტად სასწაულებს ახდენდა. რვა წლის განმავლობაში ის მოქმედებდა გაბედულად, თამამად და წარმატებით თავისი სულიერი სამშობლოს – საბჭოთა კავშირისთვის მუშაობის დროს."

imageფოტოზე:სახლი ბაქოში სადაც დაიბადა რიხარდ ზორგე


მიუხედავად იმისა, რომ ზორგეს მიწვდილი ინფორმაცია ფასდაუდებელი იყო, სტალინი მაინც ეჭვით იღებდა მის გადმოცემულ ცნობებს, მიზეზი ორი იყო, ზორგე გერმანელი იყო და მეორეც სტალინს მიაჩნდა, რომ ზორგე შესაძლოა ორმაგი აგენტი ყოფილიყო.თუმცა ზორგეს ყოველი მიწოდებული ინფორმაცია რომ გაეთვალისწინებინა ბელადს, ბევრი მასშტაბური მსხვერპლის და ნგრევის აცილება შეიძლებოდა და ომიც შეიძლება უფრო მალე დასრულებულიყო.



*** ზორგემ ზუსტად მიაწოდა პოლონეთზე თავდასხმის თარიღი:

, მოსკოვი, ცენტრი. გერმანია ემზადება პოლონეთის დასაპყრობად. თავდასხმა დაიწყება აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში “რამზაი” 1939 წელი. მაისი.”

“მოსკოვი ცენტრი. ზაფხულში დაიწყება გერმანელების მიერ ფართომასშტაბიანი შეტევა საფრანგეთის წინააღმდეგ. ევროპის დაპყრობის შემდეგ იგეგმება თავდასხმა საბჭოთა კავშირზე. “რამზაი” 1940 წელი, აპრილი.”


***ზორგემ 1940 წელს საბჭოთა მხარეს აცნობა, რომ გერმანიის მიერ დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე შეტევის შემდეგ, იგეგმებოდა სსრკ-ზე თავდასხმა.


“მოსკოვი ცენტრი. ზაფხულში დაიწყება გერმანელების მიერ ფართომასშტაბიანი შეტევა საფრანგეთის წინააღმდეგ. ევროპის დაპყრობის შემდეგ იგეგმება თავდასხმა საბჭოთა კავშირზე. “რამზაი” 1940 წელი, აპრილი.”

image



***ზორგემ თავიდან ზუსტად ვერ დაასახელა სსრკ-ზე თავდასხმის თარიღი, ეს უნდა ყოფილიყო ან მაისში ან ივნისში, შემდეგ დაასახელა 15 ივნისი ან ივნისის ბოლოს, თუმცა დაბეჯითებით იტყობინებოდა, რომ ივნისის თვეს არ გადაცილდებოდა.ომის დაწყებიდან ერთი კვირით ადრე უკვე ზუსტი თარიღი დაასახელა:

“მოსკოვი, ცენტრი. თავდასხმა მოხდება ფართო ფრონტით 22 ივნისს, გამთენიისას. “რამზაი”. 1941 წელი. 15 ივნისი.”



***ზორგემ საბჭოთა მხარეს აცნობა, რომ იაპონია არ აპირებდა სსრკ-ზე თავდასხმას.

image


***ზორგემ გარკვეულწილად მოახერხა მეორე მსოფლიო ომის შემობრუნება: "რამზაის" ჯგუფის გავლენით ტოკიომ გადაწყვიტა აშშ -ს შეიარაღებული ძალებს თავს დასხმოდა ჰავაის კუნძულებზე.რის შემდეგაც აშშ-მ გადაწყვიტა ომი გამოეცხადებინა იაპონიისთვის, რითაც თავისთავად გახდნენ ანტიჰიტლერული კოალიციის აქტიური მონაწილეები.


***1941 წელს ზორგე უკანასკნელ შიფროგრამას უგზავნის საბჭოთა დაზვერვას:



“მოსკოვი. ცენტრი. იმპერატორ ჰიროჰიტოს თავმჯდომარეობით ჩატარდა სატახტო საბჭო სხდომა სადაც მიიღეს გადაწყვეტილება ინდოეთზე თავდასხმის შესახებ და საბჭოთა კავშირზე თავდაუსხმელობის ფაქტის შენარჩუნების შესახებ. ჯარების საკმარისი რაოდენობის მზადყოფნის შესახებ, რათა ხელსაყრელ მომენტში მაინც განახორციელონ თავდასხმა. “რამზაი”. 1941 წელი. 2 ივლისი.



ამის შემდეგ უკანასკნელ დეპეშას ამზადებს, სადაც მიაჩნდა, რომ მისი და მისი ჯგუფის მისია უკვე დასრულებული იყო, თუმცა მისი გაგზავნა ვეღარ მოასწრო:



"ჩვენი მისია იაპონიაში შესრულებულია. იაპონიასა და საბჭოთა კავშირს შორის ომი თავიდან ავიცილეთ. დაგვაბრუნეთ მოსკოვში ან გაგვიშვით გერმანიაში”


18 ოქტომბერს ზორგე და მისი თანამზრახველები დააპატიმრეს. მისი ჯგუფის დაპატიმრებას იაპონიის კონტრდაზვერვა აფასებდა როგორც ყველაზე დიდი წარმატებას II მსოფლიო ომის განმავლობაში.


ამისთვის ორმოცდათორმეტმა იაპონელმა კონტრმზვერავმა უმაღლესი ჯილდოები დაიმსახურა.


სასამართლო პროცესი 1942 წელის მაისამდე გრძელდებოდა.35 დაკავებულიდან გასამართლდა 17.აქედან სიკვდილით დასაჯეს ზორგე და ოძაკი, (ჩამოხრჩობა), ვუკეიჩს და კლაუზენს სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო დანარჩენს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა.




ზორგეზე განაჩენი აღსრულდა 1944 წლის 7 ნოემბერს, ზორგეს უკანასკნელი სიტყვები იყო:"”სეკიგუნი (წითელი არმია)!კოკუსაი კიოსანტო (კომინტერნი)!სობიეტო კიოსანტო (საბჭოთა კომუნისტური პარტია)!



რატომ არ დაიხსნა სტალინმა ერთ-ერთი საუკეთესო საბჭოთა ჯაშუში?მით უმეტეს მის გადაცვლას იაპონური მხარე ორ მათ ადმირალზე სთავაზობდა.რომელიც საბჭოთა მხარს ტყვედ ჰყავდა აყვანილი . და ეს არ არის მითი!ომის შემდეგ, შემოთავაზებული გაცვლის უდავო ფაქტი დაადასტურა ერთ-ერთმა საუკეთესო გერმანელმა ჯაშუშმა, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობდა.


მეტიც, გესტაპოს დაზვერვის ოფიცერმა ასევე გამოავლინა სხვა ვარიანტიც: ტოკიოში, იმაზეც თანახმა იყვნენ, რომ ზორგე გაეცვალათ რამდენიმე რიგით ოფიცერში, რომლებიც კუნძულებზე ბრძოლის დროს ტყვედ ჩაიგდეს ამერიკელებმა.




მაგრამ სტალინს ერთი წუთითაც არ უფიქრია ზორგეს დახსნა, რადგან მას იგი მიაჩნდა ორმაგ აგენტად, რომელიც საბჭოთა კავშირზე და გერმანიაზე ერთდროულად მუშაობდა . აღსანიშნავია, რომ დაზვერვის ზოგიერთ ხელმძღვანელსაც, რომელიც "დიდი ბელადთან " ახლოს იყი, გულწრფელად ეჭვობდა, რომ ეთნიკურად გერმანელი ზორგე გერმანელებთან თანამშრომლობდა.

0
495
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
495
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0