x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138959
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512512
როგორ მოვიშოროთ არეულობა სახლში 12-12-12 მეთოდით?
ყველას სურს, მისი სახლი იყოს მოწესრიგებული, მაგრამ ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი. თუმცა არსებობს მეთოდი, რომელიც სახლის დასუფთავებაში დაგეხმარებათ.



image



„არსებობს ბევრი მიზეზი, რის გამოც ყოველი ახალი სეზონის წინ არეულობა უფრო ძლიერ იგრძნობა. სხვადასხვა ნივთებთან შეიძლება გქონდეთ ემოციური კავშირი, ამიტომ ნივთების გადაყრა ყოველთვის ადვილი არ არის“ - ამბობს კატრინა ჰასანი, პროფესიონალი ორგანიზატორი.



2022 წელს, კონექტიკუტის უნივერსიტეტის კვლევამ დაადგინა, რომ სახლში არეულობის კონტროლით ამცირებთ არეულობით გამოწვეულ სტრესს. ამ კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები ნაკლებად გაღიზიანებულნი და უფრო პროდუქტიულები არიან, როდესაც მოწესრიგებულ გარემოში ურთიერთობენ.



რა არის მეთოდი „12-12-12“?


image



ეს სტრატეგია მოიცავს სამ მარტივ ნაბიჯს: იპოვეთ 12 ნივთი გადასაყრელად, 12 ნივთი გასაცემად და 12 ნივთი დასატოვებლად. ჯოშუა ბეკერის მიერ პოპულარიზებული მეთოდი შექმნილია იმისთვის, რომ უფრო გულმოდგინედ იმუშაოთ გადარჩევის პროცესის მართვაში.



პრაქტიკა თითოეულ ოთახში შეგიძლიათ გამოიყენოთ. თითოეულ ოთახში აირჩიეთ 12 ნივთი, რომელიც შეგიძლიათ გადაყაროთ, სხვას აჩუქოთ და გადააკეთოთ.



ორგანიზაციის გასაადვილებლად არსებობს ძირითადი დახარისხება: ტანსაცმელი, წიგნები, დოკუმენტები და სენტიმენტალური ნივთები, რომლებიც შემდეგ შეიძლება დაიყოს სხვა კატეგორიებად.



„მხოლოდ ერთ კატეგორიაზე ფოკუსირება გეხმარება არ იგრძნო გადატვირთვა, რადგან მიჰყვები ხაზს, რომელიც გიბიძგებს, ძალიან არ მიეჯაჭვო გარკვეულ ობიექტებს, რომლებიც შეიძლება იყოს საჩუქრები, შესყიდვები და ა.შ. წინსვლის უნარი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც მეთოდი გვაქეზებს სენტიმენტალური საგნები ბოლოსთვის მოვიტოვოთ“ - ასკვნის ბეკერი.



ასევე დაგაინტერესებთ:

15 შემთხვევა, როცა საცხოვრებელი გაარემონტეს და მიიღეს საოცარი შედეგი, რომელსაც თავადაც არ ელოდნენ

როგორ მოვიშოროთ ტკიპები სახლიდან 1 დღეში: ეფექტური მეთოდები

როგორ მოვიშოროთ ხარახურა სახლიდან: 7 ეფექტური და მარტივი რჩევა

არ ვიცოდი, რატომ დებდა ბებია საპონს ბალიშის ქვეშ. ახლა მეც ასე ვაკეთებ

თუ პატარა სახლი გაქვთ, ასეთი იდეები გამოგადგებათ

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
30